ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- კომპიუტერული ტექნიკის და პერიფერიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- სამუშაო ადგილის ტექნიკური გამართვა, ოპერაციული სისტემის და პროგრამების ინსტალაცია/კონფიგურაცია
- მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა, პრობლემის იდენტიფიცირება და მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება
- აპარატურულ და პროგრამულ ინციდენტებზე რეაგირება, იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება.
- ელექტრონული ფოსტის ანგარიშების ადმინისტრირება
- კომპიუტერების ლოკალურ დომეინთან დაკავშირება, პოლიტიკების გააქტიურება. პრობლემის შემთხვევაში იდენტიფიცირება/მოგვარება
- ქსელური მოწყობილობების და სადენების მონტაჟი/კონფიგურაცია
- ქსელთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა
- დაზიანებული მოწყობილობების გეგმიურად/დროულად ჩანაცვლება
- კომპიუტერული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დაცვა
- უნივერსიტეტის ვებ გვერდის კონტენტის მართვა
- უნივერსიტეტის მეილებისა და მეილ-ჯგუფების მართვა
- უნივერსიტეტის შიდა მოხმარების სხვადასხვა პროგრამების გამართვაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ოპერაციული სისტემების ცოდნა – MS Windows family
- ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა – Linux/Unix (ჩაითვლება უპირატესობად)
- ვირტუალურ გარემოსთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
- პერიფერიულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება (პრინტერი, სკანერი, ა.შ.)
- WAN, LAN, Ethernet, VLAN, ტექნოლოგიების პრინციპების ცოდნა
- ქსელური ინფრასტრუქტურის და ტოპოლოგიის აგებულების ცოდნა
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- კომუნიკაციის უნარი
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 30 იანვარი.
სამუშაოს დაწყება 2021 წლის 1 თებერვლიდან.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.