ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გრანტის მენეჯერის პოზიციაზე
პოზიცია: გრანტის მენეჯერი
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე.
ძირითადი მოვალეობები:
– პოტენციურ და არსებულ დონორებთან ურთიერთობა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ;
– გრანტების მოზიდვასთან დაკავშირებული პროექტების ხელმძღვანელობა;
– საგრანტო განაცხადების შევსება;
– თითოეული პროექტის ბიუჯეტირების უზრუნველყოფა და შესაბამისი ფინანსური რეპორტის წარმოება;
– დონორების მონაცემთა ბაზის პერიოდული განახლება და მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– უმაღლესი განათლება;
– მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
– პროექტების მართვის გამოცდილება;
– ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1 დონე)
პიროვნული თვისებები:
– ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
– პასუხისმგებლობის გრძნობა;
– სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
– კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
– გუნდურად მუშაობის უნარი;
– შრომისმოყვარეობა.
დამატებითი ინფორმაცია :
თანამდებობრივი სარგო: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 3 ნოემბერი
გაცნობებთ, რომ შესარჩევი კონკურსი ითვალისწინებს: წარდგენილი დოკუმენტების შესწავლას და გასაუბრებას კონკურსანტთან, რომლის საბუთებითაც დადასტურდება საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობა.
მსურველებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.