ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აიტი პროექტების და ტექნოლოგიური ლაბების მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტექნოლოგიური ლაბების მართვა, ლაბებში მიმდინარე ტექნოლოგიური პროექტების და R&D პროცესების მართვა;
- საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბრენდებთან, დონორ ორგანიზაციებთან და ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობის ინიცირება, ბაზრის ტენდენციების ანალიზი და ინოვაციური პროექტების მუდმივი გენერირება სტუდენტებისთვის და ბტუ-ს თანასაზოგადოებისთვის;
- უნივერსიტეტის სტუდენტების, პერსონალის და ინდუსტრიული პარტნიორების ჩართულობით სხვადასხვა აქტივობების (ტრენინგების, ვებინარების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების, საკონსულტაციო სერვისების) დაგეგმვა და მართვა;
- ტექნოლოგიური ლაბების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგის უახლესი ტენდენციების სისტემატიური ანალიზი და დანერგვა;
- ლაბორატორიის საქმიანობის ყოველკვარტალური გეგმის და ანგარიშის მომზადება და ხარისხის კონტროლი.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ტექნოლოგიების სფეროში;
- პროექტების მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა.
დამატებითი ინფორმაცია
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- ანგარიშვალდებული: სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში არსებული ტექნოლოგიური ლაბების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 30 იანვარი.
შესარჩევი კონკურსი ითვალისწინებს: წარდგენილი დოკუმენტების შესწავლას და გასაუბრებას კონკურსანტთან, რომლის საბუთებითაც დადასტურდება საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობა.
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, 1 რეკომენდაცია და სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერთ ტექნოლოგიური ლაბების განვითარების თქვენეულ ხედვას შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected].
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.