ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2020-2021 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე
რეგისტრაციის პროცედურა და ვადები
ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა | |
1 | მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება | 26.08-01.09.2020 |
საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად – ბმულზე იხილეთ მაგისტრანტობის კანდიდატთა ონლაინ რეგისტრაციის ინსტრუქცია |
2 |
შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში | 03.09.2020 |
ელექტრონულად
გამოცდის დაწყების დრო: 16:00 საათი საგამოცდო ბმული აპლიკანტებს დაეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ.ფოსტაზე |
გამოცდის შედეგების გამოცხადება | 05.09.2020 | www.btu.edu.ge | |
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 1000-1800 სთ.
email: [email protected] |
||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება | 07.09.2020 | ||
2. შედეგების გამოცხადება | 08.09.2020 | www.btu.edu.ge | |
3 |
გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან | 07.09-09.09.2020 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) |
გასაუბრების შედეგების გამოცხადება | 09.09.2020 | www.btu.edu.ge | |
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება: | სამუშაო საათები: 1000-1800 სთ.
email: [email protected] |
||
1. საპრეტენზიო განცხადების მიღება | 10.09.2020 | ||
2. საბოლოო შედეგების გამოცხადება | 11.09.2020 | www.btu.edu.ge | |
4 | სასწავლო ხელშეკრულებების გაფორმება | 10.09 – 11.09.2020 | ელექტრონულად |
6 | სწავლის საფასურის გადახდა | 23.09.2020 | |
7 | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა | 25.09.2020 |
რეგისტრაციის პროცედურები და ასატვირთი დოკუმენტაცია:
- სარეგისტრაციო ფორმის (განაცხადის) შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
- ფოტოსურათი 3×4;
- სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი)
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ (ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა);
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი;
- ინგლისური ენის B1.2. დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის/სხვ.;
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“);
- მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში – ბტუ) შიდა გამოცდაზე და გასაუბრებაზე გასვლის უფლება, მაგრამ ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადებში არ მიმართა ბტუ-ს, არ წარადგინა სავალდებულო დოკუმენტები და არ გაიარა რეგისტრაცია, კარგავს ბტუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას;
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები (იხ. „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შიდა გამოცდაზე ქცევის და შეფასების წესი“); შიდა გამოცდა ტარდება ინგლისურ ენაში.ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის არანაკლებ B1.2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს (მაგ.: უცხოეთში/საქართველოში ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი/დიპლომი), უცხოეთის/საქართველოს უსდ-ს მიერ გაცემული შესაბამისი ინფორმაციის შემცველი დიპლომის დანართი/ცნობა/სხვ., შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციის/წარმომადგენლობის/სხვ. მიერ გაცემული ვალიდური სერტიფიკატი/მოწმობა/სხვ., საერთაშორისო სერთიფიკატი (მაგ.,TOEFL (Paper) – 477-510; TOEFL (CBT)- 153-180; TOEFL (IBT)-53-64; IELTS-4.5-5.0; Cambridge Exam- PET (IELTS 4.5); CEFR-(IELTS 4.5); VEC Online Score-58-65). ამ შემთხვევებში ინგლისური ენის გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატს ენიჭება მაქსიმალური ქულა. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე – გასაუბრებაზე;
იხილეთ ინგლისური ენის ტესტის ნიმუშები:
- კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით. გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასების კომპონენტებია: მოტივაცია, განათლება და სამუშაო გამოცდილება (სამივე კომპონენტი ფასდება თანაბარი ქულათა რაოდენობით). მოტივაციის კრიტერიუმი აფასებს კანდიდატის მოტივაციის დამაჯერებლობას. კანდიდატმა კომისიის წევრებს უნდა გაუზიაროს ხედვა და მიზნები, დაასაბუთოს, რატომ ირჩევს პროგრამას და რაში გამოიყენებს მიღებულ ცოდნას. განათლების კრიტერიუმი აფასებს სფეროში გავლილ ტრეინინგებს, კონფერენციებში, სემინარებში და/ან სხვ. მონაწილეობას, ასევე, დარგთან დაკავშირებულ ცოდნას. სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმი კი აფასებს სფეროში პროფესიულ გამოცდილებას ან სტაჟირებებს, სპეციალურ მომზადებას, სხვ.
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება გასაუბრებაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება;
- საერთო სამაგისტრო გამოცდისა და ბტუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბტუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში – პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა).
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015
ვებგვერდი: www.btu.edu.ge
ელ.ფოსტა: [email protected]
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ.