ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პლატფორმა ცოდნის ბანკი სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის 2020 წელს შექმნა.ცოდნის ბანკი 10 000 ზე მეტ სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. ცოდნის ბანკი აშშ-ს სილიკონ ველიში შექმნილი სამუშაო აპლიკაცია Notion-ის პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა.