ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად, სასწავლო პროცესში ჩაშენებულია ანტიპლაგიატის პროგრამა Turnitin.
BTU-ს ეთიკისა და აკადემიური ეთიკის კოდექსის თანახმად, დასაშვებია 10-12% პლაგიატის მაჩვენებელი.
ბიბლიოთეკის სამსახური მთელი წლის განმავლობაში ატარებს ტრენინგებს და კონსულტაციებს პროგრამის გამოყენებასთნ დაკავშირებით, როგორც აკადემიური გუნდისთვის ასევე, სტუდენტებისათვის.
აღნიშნულ პროგრამას Turnitin-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 370+ ლექტორი იყენებს და შემოწმებულია 5400+ სტუდენტური ნაშრომი.
Turnitin პროგრამას მსოფლიოს მაშტაბით 15000 უნივერსიტეტი იყენებს.
პროგრამას ჯამში 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
- პლაგიატის ტრენინგი ტარდება როგორც გეგმიურად, ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური ტრენინგები.
- აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ მოთხოვნის გაგზავნა: [email protected]
- სათაურის ველში მიუთითეთ: პლაგიატის ტრენინგი ინდივიდუალურად.
- ტრენინგი ჩინიშნება მოთხოვნიდან მაქსიმუმ 2კვირის ვადაში.