
ბაკალავრიატის საფეხურის მენეჯმენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტების საყურადღებოდ
მიმდინარეობს ბაკალავრის ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობით დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია BTU-სა და ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (პორტუგალია) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
– გაცვლითი მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წელი.
– ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლის ფინანსური დეტალების აღწერა იხილეთ დანართში.
– დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე არაუგვიანეს 30 იანვრის 12:00 საათისა.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვწერეთ [email protected]ზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
– პორტუგალიაში სწავლის გაგრძელებისა და დიპლომის მოპოვების მთავარი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რომელიც დოკუმენტურად უნდა დასტურდებოდეს;
– სავალდებულოა, სტუდენტს პორტუგალიაში გამგზავრებამდე დაგროვებული ჰქონდეს სრული 180 კრედიტი.