პირველად საქართველოში, გაფართოებული რეალობის სასწავლო ლაბორატორია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიხსნა. XR LAB ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან პარტნიორობით და DAAD-ის მხარდაჭერით შეიქმნა. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია აერთიანებს ვირტუალური რეალობის სათვალეებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ საგანმანათლებლო მასალას, დარგის წამყვანი გერმანელი …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობები: ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის (ბტუ-ს შენობა-ნაგებობები, მიმდებარე ტერიტორის, ინვენტარი, სხვ.) და აღჭურვილობის მდგომარეობის კონტროლი, უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების შესრულების უზრუნველყოფა, პრობლემების აღწერა და დროული რეაგირება; …
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს. სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან/და გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა. მობილობის პერიოდი: 2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი. სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური …
შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით: მენეჯმენტი: პროფესორი – 03 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 07 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 04 ვაკანსია; მარკეტინგი: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 03 …
ანა მაზმიშვილი არის ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) დოქტორი. მას აქვს როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების, ასევე კერძო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. ანა არის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და …
ხათუნა ხაჟომია არის ფსიქოლოგი, ფსიქო-კონსულტანტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი. ხათუნა ხაჟომიას აქვს აკადემიურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის არის ოცზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. მომხსენებლის სტატუსით მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში. …
მარიამ იატბელიძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. მისი პროფესიული საქმიანობა ფოკუსირებულია ფსიქოლოგიურ შეფასებაზე, დიაგნოსტიკასა და ნეიროდივერსიული ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერაზე. მას აქვს პრაქტიკული და კვლევითი გამოცდილება ფსიქოლოგიური შეფასებისა და ინტერვენციის მიმართულებით. ატარებს შეფასებებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის, ინტელექტუალური …
ლადო სირდაძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი სამართლისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ის არის წამყვანი ქართველი მეცნიერი სამართლის ტექნოლოგიებში (Legal Tech) და სპეციალიზდება სამართლის დიგიტალიზაციასა და ავტომატიზაციაში, რეგულატორულ ტექნოლოგიებში (RegTech) და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებში. ლადო სირდაძე …
თინათინ ზერაგია ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიურ ხარისხს. ის არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი. მისი კვლევითი ინტერესებია თანამედროვე მიდგომები მენეჯმენტში, მეწარმეობა და ინოვაციები, ტალანტის მართვა, ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია. თინათინ ზერაგიას აქვს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში წავლების …
გიორგი ჭუმბურიძე არის გამოცდილი მკვლევარი და ლექტორი გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალობით. ამჟამად ის არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ხელმძღვანელი პროგრამის: „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“. ამასთანავე, ის არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (NAEC) მკვლევარი. გიორგის დიდი გამოცდილება აქვს …
