ცხადდება კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებისთვის ბრაგანჩას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (პორტუგალია) ერთსემესტრიანი გაცვლითი მობილობის განსახორციელებლად! პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს ერთი სემესტრით სასწავლებლად იწვევს 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. შემოთავაზებული ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. დაინტერესებულმა სტუდენტებმა [email protected]ზე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის შემდეგი ჩამონათვალი სკანირებული სახით არაუგვიანეს ა/წ 23 ოქტომბრის 17 საათისა: Ø CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე) Ø ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე) Ø ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე) Ø მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე) Ø შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (საგნების თავსებადობაზე გაიარეთ კონსულტაცია დეკანთან – პროფესორ ნინო ენუქიძესთან და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან, ქალბატონ თამარ გვიანიშვილთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დანართი 1. შევსების შემდეგ დოკუმენტს სტუდენტის, დეკანისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმება ესაჭიროება. გაითვალისწინეთ, რომ საგნები უნდა შეარჩიოთ Sem. 2-ის გრაფიდან) Ø ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B1 დონე; უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უნივერსიტეტში ჩაბარებული დონის დასადგენი ტესტირების დადებითი შედეგი – მინიმუმ 71 ქულა) Ø ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის) Ø პასპორტის ასლი დაფინანსება (ნაწილობრივი): – უფასო სწავლა სხვა ხარჯების აღწერა იხილეთ შემდეგ დოკუმენტში – დანართი 2. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ მეილზე: [email protected]
ცხადდება განაცხადების მიღება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისა და პერსონალისთვის სრულად დაფინანსებულ პროგრამაზე „საქართველოდან სომხეთამდე – აკადემიური ურთიერთობების განვითარება“ სომხეთსა და საქართველოს შორის აკადემიური, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2019 წლის 7-11 ოქტომბერს დაგეგმილია სრულად დაფინანსებული ტურის ორგანიზება ერევანში. დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 21 ნოემბერი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს: [email protected]
BTU-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის, ტრენინგის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი მოდულები: წაკითხულის გააზრება ანალიტიკური წერა ლოგიკური მსჯელობა რაოდენობრივი მსჯელობა ტრენინგი ჩატარდება: 21, 22, 23 და 24 ივნისს 19:00 საათზე გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და შემოგვიერთდით: https://cutt.ly/qncoXRj
სპიკერი: ულა მელაძე, პროექტების მენეჯერი/სქრამ მასტერი. BTU-ს მეწარმეობის ცენტრი, ბრიტანულ Henley Business School-თან პარტნიორობით, აგრძელებს ონლაინ ბიზნეს კლინიკის პროგრამას. დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3ryGKdJ რო: 15-16 აპრილი 19:00 საათი
BTU-ს კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტის მონაწილეობით, ბიზნესკომუნიკაციების ტრენინგები გაიმართება საჩუქრად, ყველა მსურველისთვის. ტრენინგის ჩატარების ვადები: 3 აპრილი 13:00 საათი 10 აპრილი 13:00 საათი ტრენინგის თემატიკა: როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია; როგორ შევქმნა რეზიუმე; როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი; …
ტრენინგი საჩუქრად BTU-ს ყველა სტუდენტისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული ცენტრის ორგანიზებით, 22 აპრილს 19:00 საათზე ჩატარდება. სპიკერი: ალექსანდრე კოჭლაშვილი
სპიკერი: ლაშა ყანჩაველი – ციფრული პროდუქტების დიზაინი – ასოცირებული პარტნიორი, თიბისი BTU-ს მეწარმეობის ცენტრი, ბრიტანულ Henley Business School-თან პარტნიორობით, აგრძელებს ონლაინ ბიზნეს კლინიკის პროგრამას. დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3cF5hdt დრო: 17 თებერვალი 17:00 საათი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ამერიკული კომპანია Aligned Research Group ღრუბლოვან სისტემებზე 1-კვირიან ტრენინგს ჩაატარებს. ტრენინგი სტუდენტებისთვის სრულად დაფინანსებულია BTU-ს მიერ. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, მათი სტრატეგიის მთავარი ნაწილია, რომ სტუდენტებს არა მხოლოდ კურიკულუმით გათვლილი სასწავლო პროგრამა შესთავაზონ, არამედ მათ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა მისცენ …
ფინანსური გეგმის შემუშავება, ფინანსების მართვა და წვდომა ფინანსებთან – უფასო ტრენინგს ბენეფიციარი მეწარმე ქალები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტისგან მიიღებენ. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი BTU, COVID-19 -ის პანდემიის პირობებში ვებინარს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, SavvY Consulting-თან პარტნიორობით გამართავს. გადამზადდება …
ტრენინგის მიზანია ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სტარტაპებს და მცირე და საშუალო ბიზესს, პროდუქტების/სერვისის ონლაინ გაყიდვაში და ციფრული მარკეტინგის ეფექტიანად გამოყენებაში. ტრენინგი ჩატარდება 13 და 14 აპრილს და მას უხელმძღვანელებს საერთაშორისო კრეატიული სააგენტო ADM-ის თანადამფუძნებელი. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/39LvphK დღე 1 …









