ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით გამართული მათემატიკის ახალი ოლიმპიადის I ადგილის მფლობელი თეიმურაზ თოლორაია და ფინალური ეტაპის მონაწილე ანა ონოფრიშვილი, MIT (Massachusetts Institute of Technology)-ში სრული დაფინანსებით მოხვდნენ. თეიმურაზი სწავლის გაგრძელებას პროგრამირების მიმართულებით აპირებს, ხოლო ანა …
ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაცია (EUMMAS) ა/წ 22-25 ივნისს ფართომასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: “Global Social and Technological Development and Sustainability” აანონსებს, რომელიც ქალაქ ბუქარესტში (რუმინეთი) გაიმართება. დაინტერესებულმა პროფესორებმა და დოქტორანტებმა სარეგისტრაციო დეტალებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ საინფორმაციო პოსტერი და კონფერენციის დღის …
ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციციამ (EUMMAS) აკადემიური ჟურნალის 2021 წლის ზამთრის გამოცემა მოამზადა. ჟურნალის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია. ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის ზამთრის ჟურნალი
საქართველოს ბანკისა და TBSC Consulting-ის ურთიერთთანამშრომლობით განხორციელებული ბიზნეს ქეისების კონკურსი წარმატებით დასრულდა. კონკურსის მიზანს ჰარვარდის რეალურ ბიზნესქეისებზე მუშაობის შედეგად, სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება წარმოადგენდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველი სტუდენტებისგან შემდგარი 100-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დასკვნით ეტაპზე …
BTU-სა და საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის ორგანიზებით სტუდენტებისთვის Booking.com-ის გადახდების ხელმძღვანელმა ჯილ ებანოიძემ მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: “ინოვაციები ელექტრონულ საგადახდო სისტემებში”. მასტერკლასის მიზანი სტუდენტებისთვის ელექტრონული კომერციის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ჯილ ებანოიძის მდიდარი გამოცდილების გაზიარება გლობალური ბრენდების – eBay.com, Booking.com …
500 ქალი ტექნოლოგიებში – საქართველოში მასშტაბური გადამზადების პროექტი იწყება, რომლის პრეზენტაციაც BTU-მ პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა. ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, პრე-აქსელერატორის პროგრამა, დამწყები ინოვატორებისთვის კახეთის რეგიონის ორ ქალაქში – თელავში და გურჯაანში დასრულდა. პროექტის მიზანი: კახეთში, კერძოდ კი აღნიშნულ ორ ლოკაციაზე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება/განვითარება და …
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, BTU-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში დაინერგება კორპორაციული მდგრადობის სასწავლო კურსი, რომელსაც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი შეიმუშავებს. შეთანხმების ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი ღონისძიებები და აქტივობები.
17 დეკემბერს კოლუმბიის უნივერსიტეტში მოეწყობა ონლაინ წიგნის პრეზენტაცია, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევა, მიხეილ ბატიაშვილის და დავით გონდაურის ავტორობით არის გამოქვეყნებული.









