აშშ-ს სილიკონ ველის უმსხვილესი ვენჩურული ინვესტორი ბილ ტაი
9 თებერვალს, 11:45 საათზე, სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, აშშ-ს სილიკონ ველის უმსხვილესმა ვენჩურულმა ინვესტორმა ბილ ტაიმ მასტერკლასი გამართა.
ბილ ტაიმ მასტერკლასი ჩაატარა თემაზე ,,ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები’’ – ღონისძიების მხარდამჭერი Bitfury Group.
ბილ ტაი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია, რომელსაც აშშ-ის სილიკონ ველში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, სწორედ მის სახელს უკავშირდება სილიკონ ველში განხორციელებული ტექნოლოგიურ რევოლუციად შეფასებული არაერთი პროექტი.
ბილ ტაი მსოფლიოს მასშტაბით დღემდე აქტიურად ახორციელებს მილიონობით დოლარის ინვესტიციას ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. ბოლო 22 წლის განმავლობაში ბილ ტაიმ 110 კომპანიაში განახორციელა მასშტაბური ინვესტიციები, უშუალოდ კი ფლობს მსოფლიოში 30 მსხვილ კომპანიას, მათ შორის, ორს ჩინეთში, ორს – იაპონიაში, ხუთს – ავსტრალიაში, ერთ კომპანიას – ბრაზილიაში, დანარჩენს კი ევროპასა და აშშ-ში.
უშუალოდ მის მფლობელობაში არსებული კომპანიების გარდა, ბილ ტაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიების Bitfury-ს, Lulu-ს, Voxer-ის, Glyde-ს, Posse-ს დირექტორთა საბჭოს წევრია, გარდა ამისა, ბილ ტაი დღემდე მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების, TweetDeck/Twitter-ის, Scribd-ის, Tango-ს, Glyde-ის, Zoom.us-ის, Charles River Ventures-ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია.