![Apple-ის პროგრამირების სკოლა ბავშვებისთვის 1 BTU IOS LAB](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2022/09/BTU-IOS-LAB.png)
Apple-ის პროგრამირების სკოლა ბავშვებისთვის
Apple-ის Swift პროგრამული ენის შესასწავლად BTU-ს iOS ლაბორატორიაში საბავშვო კოდინგის პროგრამა შეიქმნა.
Apple-ის მიერ შექმნილი სასწავლო მასალა, რესურსები, ინტერაქტიური მეთოდოლოგია და ტექნოლოგია საწყის ეტაპზე კომაროვის სკოლის მე-9-მე-12 კლასის და სხვა სკოლების(10-18 წლამდე) ბენეფიციარებისთვის უფასოდ გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო დარეგისტრირებული ბენეფიციარების გადამზადება მოხდება ეტაპობრივად.
ბავშვებისთვის Apple-ის მიერ შექმნილი Swift Playgrounds პლატფორმა ინტერაქტიური ფაზლებით, სათამაშო პერსონაჟებით და სახალისო მეთოდებით შეასწავლის Swift პროგრამირების საფუძვლებს.
Swift პროგრამული ენაა, რომლის გამოყენებით იქმნება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციები iPhone-ის, iPad-ის, Mac-ის, Apple TV-ის და Apple Watch-ისათვის.
![Apple-ის პროგრამირების სკოლა ბავშვებისთვის 2 BTU IOS LAB 4](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2022/09/BTU-IOS-LAB-4-300x157.png)