ახალი ტექნოლოგიების გამოყენება სწავლისა და მუშაობის გასამარტივებლად
BTU პირველი საგანმანათლებლო სივრცეა საქართველოში რომელიც საგანმანათლებლო პროცესში ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას გამოიყენებს.
ვირტუალური რეალობის ინტეგრირებით განათლებასთან, უნივერსიტეტი და მისი პარტნიორი VR House ახალ შესაძლებლობებს აჩენენ. დისტანციური სწავლების ინოვაციური მოდელი რეალურს ხდის, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, ერთ ვირტუალურ სივრცეში გააერთიანოს მრავალი ადამიანი და შესაძლებლობა მისცეს მათ ერთობლივად იმუშაონ პროექტებზე, ისწავლონ, მოუსმინონ ლექციას, ტრენინგს და მიიღონ მისთვის საინტერესო ინფორმაცია სახლიდან გაუსვლელად, ქვეყნის შეგნით და ქვეყნის გარედან, ერთდროულად.
აღნიშნული ინოვაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადებას, ციფრული უნარების ამაღლებას და მათი გლობალური დასაქმების პლატფორმებზე ჩართვას. ვირტუალური რეალობის გამოყენებით შესაძლებელია მრავალი განსხვავებული მოდულის დისტანციურად სწავლება, მათ შორის მობილური აპლიკაციების შექმნის, სოციალური მედია მარკეტინგის მართვა და სხვა. ვირტუალური რეალობა სწავლის პროცესს ინტერაქციულს და მეტად ინფორმაციულს ხდის. ის იძლევა ვერბალური და ვიზულური კომუნიკაციის ინტეგრირების შესაძლებლობას, ამაღლებს სწავლის პროცესში ჩართულობას რაც სწავლის საუკეთესო შედეგს უმოკლეს დროში უზრუნველყოფს.
გაფართოებული რეალობის მიმართულებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ინფორმაციის ვიზუალურ გამოსახულებებში ინტეგრირებას ახორციელებს. საუნივერსიტეტო კამპუსში არსებულ სახელმძღვანელოებში, ფოტოებსა და ბანერებში ინტეგრირებულია ინფორმაცია რომლის წაკითხვა სმარტფონის და ტაბლეტის გამოყენებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მაღალტექნოლოგიური ინოვაციის დანერგვა განათლების სისტემაში სრულიად განსხვავებულ რეალობას ქმნის, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის მიღება, სწავლა, საჭირო უნარების გამომუშავება ადამიანს გაცილებით ნაკლებ დროში და ნაკლები რესურსის დანახარჯით შეუძლია. უახლოეს მომავალში ამ გზით გადაცემული ინფორმაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ გამრავალფეროვანდება და დაფარავს მრავალ სასწავლო მოდულს რაც სწავლებასა და სამუშაოების შესრულებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენს საქართველოში.