აგრარულ სექტორში ქალების მიერ შექმნილი ბიზნესის მხარდასაჭერად, გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს შესთავაზოს ინტენსიური სალექციო კურსი, რომელიც მათ დაეხმარება გაიგონ მეტი აგრიტექის, ინოვაციების, ბიზნესის განვითარების და ქვეყანაში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
დაინტერესებულ კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://forms.gle/HyrKYFz8jhP8F1hU6
გადამზადების პროგრამა უფასოა და რეგისტრაცია გრძელდება 18 ნოემბრის ჩათვლით.
პროგრამა დაფარავს ისეთ თემებს როგორიცაა:
რა არის აგრიტექი?;
საინვესტიციო პროექტის მომზადება;
პროდუქტის ღირებულების დადგენა;
ელექტრონული კომერცია;
ბიუჯეტის მომზადება;
საგრანტო პროექტები და მათთვის მომზადება;
ბრენდი და კომუნიკაცია;
ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები.
აქსელერაციის პროგრამას სილიკონ ველი თბილისი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers’ Association-თან პარტნიორობით, The USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერით ახორციელებს.