გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, შეხვედრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ფინანსურ ინსტიტუციებთან და სხვა.
გლობალური სტარტაპ ფონდი 2024
გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი სტარტს იღებს. მრავალმილიონიანი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა და სესიები ანგელოზი ინვესტორების ჯგუფთან ისრაელიდან, პრეაქსელერატორი და სტარტაპ კონკურსი, პანელური დისკუსიები და მასტერკლასები მეწარმეობის წამყვანი როლის შესახებ – ყველაფერი ეს ქართული სტარტაპებისთვის, ინოვაციების, მეცნიერების და კვლევების სფეროს წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, 28-29 მაისს, თბილისში გაიმართება.
2019 წელს, ისრაელის მხარესთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნებული სტარტაპ ფონდი, სამიტს ყოველწლიურად მართავს. სამიტის ფარგლებში, სტარტაპების მიერ, მილიონზე მეტი დაფინანსებაა წლების განმავლობაში მოპოვებული და ღონისძიების მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და სხვა კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამიტს მნიშვნელოვან მისიას აკისრებს – მონიშნოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა გლობალური ინოვაციების რუკაზე და შესაძლებლობა მისცეს ადგილობრივ, თუ რეგიონალურ სტარტაპებს, განვითარდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ეკოსისტემის ფორმირების პროცესში, ე.წ. ,,სტარტაპ ერისგან’’, ისრაელისგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება, დიდ როლს ასრულებს საქართველოში. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, სამიტის სპიკერი, ჰილა ოვილ ბრენერი, რომელიც დასახელებულია ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ტექ სფეროს წარმომადგენლებს შორის, არის არიელი კაპიტალის პარტნიორი და იაზამიოტის დამფუძნებელი, ისაუბრებს სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, ისრაელში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აგრეთვე სტარტაპებისთვის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ.
გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი იმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.
გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტის მთავარი პარტნიორია ისრაელის საელჩო საქართველოში.
გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში მიმდინარე პრე-აქსელერატორის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი-ს პროგრამა „სტარტაპერი“.
გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში მიმდინარე პრე-აქსელერატორის მხარდამჭერია „Tether”.
გლობალური სტარტაპ ფონდისა და პრე-აქსელერატორის მხარდამჭერია MIT-ს Martin Trust Center (MTC), BTU-ს წევრობის ფარგლებში.
გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორია D BLOCK.
28 მაისი:
- სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე და გამარჯვებულების დაჯილდოება – TBC კონცეპტის სივრცე
29 მაისი:
- დახურული შეხვედრა ქართულ სტარტაპებსა და ისრაელის ანგელოზ ინვესტორებს შორის
- გლობალურის სტარტაპ ფონდის 2024 წლის სამიტის გახსნა
- ჰილა ოვილ ბრენერის keynote გამოსვლა
- პანელური დისკუსია ისრაელის ანგელოზი ინვესტორებისა და საქართველოს დელეგატების ჩართულობით
- ნეთვორქინგი
28 მაისი:
- სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე და გამარჯვებულების დაჯილდოება – TBC კონცეპტის სივრცე
29 მაისი:
- დახურული შეხვედრა ქართულ სტარტაპებსა და ისრაელის ანგელოზ ინვესტორებს შორის
- გლობალურის სტარტაპ ფონდის 2024 წლის სამიტის გახსნა
- ჰილა ოვილ ბრენერის keynote გამოსვლა
- პანელური დისკუსია ისრაელის ანგელოზი ინვესტორებისა და საქართველოს დელეგატების ჩართულობით
- ნეთვორქინგი
გლობალური სტარტაპ ფონდი 2023
ჰილა ოვილ-ბრენერი
„Yezamiyot – Women Entrepreneur“-ის დამფუძნებელი; „Techstars TLV“-ს ყოფილი მმართველი დირექტორი; „Whitesmoke“-ის დამფუძნებელი
ჰილა დასახელებულია ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ინვესტორს შორის. მას ინვესტირება განხორციელებული აქვს 70-ზე მეტ კომპანიაში. მას ასევე აქვს სერიული ანტრეპრენერის სტატუსი, ვინაიდან დაფუძნებული აქვს არაერთი სტარტაპი.
ჰილა მეწარმე ქალთა აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოში. მისი დაფუძნებულია ორგანიზაცია Yazamiyot, რომელშიც 5500-ზე მეტი მეწარმე ქალია გაერთიანებული და ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. ორგანიზაციის მთვარი მისიაა უახლოეს პერიოდში მეწარმე ქალების რიცხვის გაზრდა Hi-Tech და Bio-Tech მიმართულებით.
მენი ბენიში
საქართველოს საპატიო ელჩი ისრაელში , ანგელოზი ინვესტორი
ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, არქი ჯგუფის თანადამფუძნებელი, YTONG – საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი ისრაელის ელჩების კლუბში. Benish Group დამფუძნებელი და დირექტორი. გაყიდვებსა და მარკეტინგში 20 წლიანი გამოცდილების შედეგად, მენი ბენიშის სპეციალიზაცია ონლაინ მარკეტინგში, ონლაინ რეკლამაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბრენდინგშია. აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. მენი ასევე „შარქ თენქ საქართველო“-ს ერთ-ერთი შარქია.
ლაშა ანთაძე
Shelf.Network-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ანგელოზი ინვესტორი და მრჩეველი
ლაშა ანთაძე არის ანტრეპრენერი და საქართველოს ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ექსპერტი. ის ასევე ჩართული იყო უკრაინის იუსტიციის სახლის პროექტის განხორციელებაში. მისი ბოლო პროექტი უკავშირდება NFT სტარტაპს – Rarify Labs, რომელმაც $100M ინვესტიცია მიიღო 2022 წელს.
გიორგი სიმონგულაშვილი
საკონსულტაციო კომპანია GEC-ს პარტნიორი, ინვესტორი
გიორგი სიმონგულაშვილს აქვს აღმასრულებელი მენეჯმენტისა და კონსულტაციის 20 წელზე მეტი გამოცდილება სტრატეგიის შემუშავების, კორპორატიული მუშაობის გაუმჯობესების, ფინანსური და ოპერაციული ბიზნეს პროცესის გამარტივების, ბიზნესისა და ფინანსური მოდელირებისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროებში. ამჟამად არის საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი – Axel-ის წევრი და ანგელოზი ინვესტორი.
ქეთი ქვარცხავა
იურიდიული კომპანია BLC-ს მმართველი პარტნიორი, ინვესტორი
ადვოკატი და საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი. ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი დირექტორი, ლონდონის საარბიტრაჟო პალატის Chartered Institute of Arbitrators (MCIrb) წევრი და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციის გამგეობის წევრი. ჩართულია საქართველოს კანონმდებლობის შემმუშავებელი ჯგუფების მუშაობაში.
გიორგი გვაზავა
BTU-ს პროფესორი, ანგელოზი ინვესტორი
გიორგი გვაზავა არის BTU-ს ფინანსების პროფესორი. ის ასევე არის საქართველოს ბანკის მთავარი კრიპტო ოფიცერი. ფლობს Forbes 30u30 სტატუსს. ამასთან, გიორგი სტარტაპ საზოგადოების აქტიური წევრია. ის არის Axel – Georgian Business Angel Network-ის ანგელოზი ინვესტორი; და სტარტაპ მრჩეველი.
ანა თოთიბაძე
“ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის” ასოცირებული პარტნიორი თიბისი ბანკი
საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში – თიბისი ბანკში 11 წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში, ანამ 3 წელზე მეტი მიუძღვნა “ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის” პროდუქტის მფლობელობას. Startaperi.ge არის თიბისი ბანკის ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპების წახალისებას, პოპულარიზაციას და მხარდაჭერას.
ნაინო ქაშიბაძე
EPAM Georgia-ს კომუნიკაციების მენეჯერი, Wandio-ს ყოფილი მარკეტინგის დირექტორი
ნაინო ქაშიბაძეს აქვს 13 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და სარეკლამო სფეროში. მუშაობდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში საქართველოში. განსაკუთრებულმა ცნობისმოყვარეობამ მიიყვანა ის IT სფეროში 2017 წელს. ამჟამად ნაინო არის საქართველოში EPAM-ის კომუნიკაციების მენეჯერი.
ოპერირებს რა 1993 წლიდან, EPAM-ი დღესდღეობით არის ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი. EPAM-ი Newsweek-ის მიერ შერჩეულ იქნა, როგორც 2021 და 2022 წლის ყველაზე საყვარელი სამუშაო ადგილი, და მისი გლობალური გუნდი ემსახურება მომხმარებლებს 50-ზე მეტ ქვეყანაში ექვს კონტინენტზე.
გიორგი გვასალია
პროგრამული უზრუნველყოფის სააგენტო-Circle-ის დამფუძნებელი, ტექნიკური დირექტორი, ფინტექ კომპანიის-Neollet-ის ტექნიკური დირექტორი
გიორგის აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მუშაობის 10+ წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებული აქცენტით IT უსაფრთხოების, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების მიმართულებით. აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში აღმასრულებელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გიორგი ასევე არის კიბერუსაფრთხოების კონსულტანტი; SDLC მრჩეველი; ტექ. სპიკერი; და BSI სერთიფიცირებული ISO/IEC 27001 Lead Implementer.
ქეთევან ხუნწარია
Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრი, ანტრეპრენერი, ანგელოზი ინვესტორი
ქეთი აქსელის საბჭოს 2022 წელს შეუერთდა, როგორც საინვესტიციო საბჭოს წევრი და აქტიური ინვესტორი. თავად ანტერპრენერმა, საკუთარი მცირე სტარტაპი ბაზარზე აქტუალურ ბიზნესად აქცია, სადაც დღეს უკვე 40-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. მან ახლახანს წარმატებით დაასრულა მაგისტრის ხარისხი ანტერპრენერშიპსა და ინოვაციებში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში. პროგრამა აწყობილი იყო სტარტაპის ბიზნეს დაგეგმვისა და მართვის ინსტრუმენტებზე. ასევე, ქეთის აქვს მრავალწლიანი გამოცდილება წამყვან პოზციებზე, საავტომობილო ინდუსტრიაში და მუშაობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცა არის Porsche, Audi, Cadillac და Volkswagen საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
ზოგადი ინფორმაცია
დაფუძნების პირველივე წელს ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეული „ანგელოზი“ ინვესტორები საქართველოში შექმნილ სტარტაპებს შეხვდნენ. ფიჩინგისა და პირისპირ ინტერვიუების შედეგად, პირველი მსხვილი დაფინანსება, 1 300 000 ლარი, სილიკონ ვადის „ანგელოზი“ ინვესტორისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით სტარტაპ Influence Georgia-მ მიიღო.
2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი გახდა თიბისი, რომელმაც სტარტაპებში ინვესტირების მსურველი „ანგელოზი“ ინვესტორებისა ან/და ორგანიზაციებისათვის ახალი პროდუქტი – სტარტაპ საინვესტიციო სესხი – შექმნა. სტარტაპ საინვესტიციო სესხი განკუთვნილია როგორც ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ასევე ინდივიდუალური მეწარმეებისათვის. სტარტაპ საინვესტიციო სესხი დაინტერესებულ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ დამატებითი სახსრები მათთვის საინტერესო სტარტაპის მხარდასაჭერად. სესხის მინიმალური თანხა შეადგენს 30 000 ლარს, ხოლო საშეღავათო პერიოდი – სესხის გაცემიდან 6 თვე, პროცენტის გადახდით. სტარტაპ საინვესტიციო სესხის მისაღებად საჭიროა სტანდარტული სასესხო ხელშეკრულებისთვის საჭირო პროცედურების გავლა. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ www.tbcbank.ge-ს.
ასევე, 2021 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი MIT-ს Martin Trust Center-ის წევრი გახდა. შეთანხმება ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერასა და ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წევრია. BTU-ის წევრობა, გლობალური სტარტაპ ფონდის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მის შედეგად გაიზრდება ქართული სტარტაპების ცნობადობა საერთაშორისო ეკოსისტემაში.
BTU-ს წევრობის განმავლობაში საქართველოში არსებული ყველა სტარტაპი, მცირე და საშუალო ბიზნესი, ენჯელ ინვესტორი და სხვადასხვა ფონდი შეძლებს:
- იქონიოს წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან;
- დაესწროს ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძებებსა და კონფერენციებს;
- გაეცნოს უახლეს კვლევებსა და ლიტერატურას მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით;
- დაესწროს Martin Trust Center-ის აფილირებული ექსპერტების BTU-ში გამართულ ვებინარებს და ვორქშოპებს, სადაც ისინი გააზიარებენ ინდუსტრიის ანალიზის ყოველკვარტალურ მასალას;
ისარგებლოს ონლაინ მოდულით, რომელიც დამწყები ანტრეპრენერებისთვის არის განკუთვნილი და მოიცავს სხვადასხვა რესურსებს და ხელსაწყოებს სტარტაპის განვითარებისთვის. აღნიშული მოდული MIT-ის ცნობილი საგანმანათლებლო აქსეელრატორის Delta V-ის ონლაინ, DIY “გააკეთე თვითონ” ვერსიაა.
ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები/მენტორები, რომლებიც გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში ხვდებიან სტარტაპებს
მენი ბენიში
საქართველოს საპატიო ელჩი ისრაელში, ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, არქი ჯგუფის თანადამფუძნებელი, YTONG – საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი ისრაელის ელჩების კლუბში. Benish Group დამფუძნებელი და დირექტორი. გაყიდვებსა და მარკეტინგში 20 წლიანი გამოცდილების შედეგად, მენი ბენიშის სპეციალიზაცია ონლაინ მარკეტინგში, ონლაინ რეკლამაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბრენდინგშია. აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ყოველწლიურად, მისი გუნდი ირჩევს ინოვაციურ სტარტაპებს და ახორციელებს მათში ინვესტირებას
დავიდ ზერა
ინვესტორი, სერიული ანტრეპრენერი, მენტორი და კონსულტანტი, რომელიც ეხმარება ახალ და იმედის მომცემ სტარტაპებს ციფრული მედიის, ელ. კომერციის, კორპორატიული თანამშრომლობისა და კომუნიკაციის სფეროებში. დევიდის პროექტებია Monday.com, Interactech.com, Touch-cast.com, Junojourney.com და ბევრი სხვა
ეალ ბარ-ოზი
ანტერპრენერი, ენჯელ ინვესტორი, გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება ელ.კომერციის ინდუსტრიაში. მარკეტინგის ექსპერტი, SAAS პლატფორმის, B2B და B2C სტრატეგიების ექსპერტი. ეალი არის პლატფორმების Webiz.com და 365dropship.com დამფუძნებელი, მენტორი და ბევრი სხვადასხვა პროექტისა თუ სტარტაპის შემქმნელი
შალვა დაუშვილი
Mission Gate-ხელმძღვანელი, ინვესტიციების სპეციალისტი საბანკო და კერძო კაპიტალის ინდუსტრიაში. “Mission Gate-ში” მუშაობამდე, იკავებდა “Georgia Capital-ის” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. “Georgia Capital-ის” გუნდის წევრობამდე, შალვას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ამერიკის Merrill Lynch-სა და საქართველოს ბანკში, ნიუ-იორკსა და თბილისში. არის CFA-ისა და FRM სტატუსის მფლობელი
Isaac Applbaum
დამფუძნებელი და პარტნიორი, MizMaa Ventures Limited; ბორდის წევრი, Asia Society; ბორდის წევრი, Him or Her; 8VC მრჩეველთა საბჭოს წევრი
Ted Tussing
Stock Farm Ventures- ის ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური ინვესტიციის ფონდის დამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი, Triventures მრჩეველი, ხვადასხვა ადრეულ ეტაპზე მყოფი სამედიცინო კომპანიების ბორდის წევრი, არის მრჩეველი და ბიზნესის განვითარებაში ეხმარება კომპანიებს: OrthoRPM (San Diego, CA), HydroNet.Tech (Boston, MA), ClearCost Health (Palo Alto, CA), Vivio Health (San Leandro, CA). სტენფორდის უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრის გლობალური ჯანმრთელობის მრჩეველთა საბჭოს წევრი
ნინო კობახიძე
კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პარტნიორი და გენერალური დირექტორი. ნინო კობახიძე მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.
დავით თუშიშვილი
რეგიონში ყველაზე დიდი სამუშაო სირვცის – ტერმინალის თანადამფუძნებელი. დავითი დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას კომპანია Tushiconcept-ის ჰოლდინგში წარმატებით იყენებს. Tushiconcept ჰოლდინგი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა სფეროსა და ბიზნეს სექტორში, მათ შორის სასტუმრო ბიზნესის, ლოგისტიკის, გადაადგილების სერვისის, საგანმანათლებლო პროექტების IT სექტორში და სხვა.
ქეთი ქვარცხავა
ადვოკატი და საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი. ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი დირექტორი, ლონდონის საარბიტრაჟო პალატის Chartered Institute of Arbitrators (MCIrb) წევრი და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციის გამგეობის წევრი. ჩართულია საქართველოს კანონმდებლობის შემმუშავებელი ჯგუფების მუშაობაში.
გიორა ინბარი
მეწარმე და ბიზნესმენი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და სამრეწველო კომპანიების მართვის დიდი გამოცდილებით. “Kaman Holding”-ის თანა-დამფუძნებელი, რომელიც აერთიანებს 30 ინდუსტრიულ, სავაჭრო და ინფრასტრუქტურულ კომპანიას. ჰოლდინგის შვილობილია კომპანია “Mendelson Ltd”, სადაც გიორა ინბარი ხელმძღვანელობდა 8 კომპანიის სავაჭრო და ოპერაციულ მიმართულებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. გიორა ინბარი არის სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია “Ofaky Denish”-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
რონენ მარკოვიჩი
კომპანია “Eshel, Marcovich & Cohen”-ის დამფუძნებელი და მმართველი. უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია “Boyya – Invest LLC”-ის დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. უძრავი ქონების მიმართულებით არაერთი საინიციატივო კამპანიის მენეჯერი და პარტნიორი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ტეხასსა და ნიუ-იორკში). ქვეითი ბატალიონის მეთაური რეზერვში. ქალბატონი ლინ შნაიდერის რწმუნებული ისრაელში, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია Yeladim Shelanu-ში და Schneider Children’s-ის სამედიცინო ცენტრში. “Sami Shamoon College of Engineering”-ის სამეურვეო საბჭოს წევრი.
ბოაზ ინბალი
wix.com ერთერთი დამფუძნებელი და მისი ინოვაციური ცენტრის გენერალური მენეჯერი.
Wix.com უზრუნველყოფს ვებგვერდების შესაქმნელ ბლატფორმას მსოფლიოს მილიონობით მომხმარებლისთვის. ინოვაციური ცენტრის მიზანია ინოვაციური და ნიჭიერი სტარტაპების აღმოჩენა და ახალი პროდუქტების/სერვისების განვითარება. ბოაზ ინბალს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მულტიდისციპლინარული და მულტიკულტურული პროექტების მართვის.
გლობალური სტარტაპ ფონდის მესამე, 2021 წლის, სესიაზე 100-მდე დარეგისტრირებული სტარტაპიდან, შერჩეულ 15-ს მიეცა შესაძლებლობა წარედგინათ იდეები ინვესტორების წინაშე და ესაუბრათ შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე. მესამე სესია
სტარტაპი ეხმარება მოგზაურებს უმოკლეს დროში დაგეგმონ მოგზაურობა და უსაფრთხოდ გაიარონ მარშრუტი ოფლაინ რეჟიმშიც ინტერაქტიული რუკისა და GPS ტრეკინგის საშუალებით.
ბილიკის გამოყენებით მომხმარებელს შეეძლებათ შექმნან, შეიძინონ ან გაყიდონ საკუთარი მარშრუტები დამატებითი ყოველთვიური გადასახადების გარეშე, მიიღონ სასარგებლო რჩევები და იყვნენ მოგზაურთა დიდი ჯგუფის ნაწილი.
ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ნებისმიერი ტიპის კვების ობიექტს სთავაზობს ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისთვის საჭირო ინსტრუმენებტს. პლატფორმა ორ უმნიშვნელოვანეს პრობლემას უხსნის კომპანიებს და წარმოადგენს, ერთის მხრივ კვების ობიექტში მიღებული შეკვეთების მართვის და მეორეს მხრივ ონლაინ შეკვეთების მიღება-შესრულების მონიტორინგის ეფექტურ ინსტრუმენტს.
Kovzy-ს პლატფორმა წარმოადგენს სრულ ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც შედგება შემდეგი მოდულებისგან: ელექტრონული კომერცია (პერსონალური ვებ-გვერდის შექმნა) და QR მენიუ
SaaS პლატფორმა სადაზღვევო კომპანიებისთვის. სტარტაპი კომპანიებს აწვდის გამზადებულ სისტემებს პოლისების, ზარალების, ბუღალტერიის, რეპორტინგის და ბილინგის სამართავად. სტარტაპის მოქნილი პლატფორმის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ გაამარტივონ თავიანთი ბიზნეს პროცესები და გამარტივებულად მოახდინონ კომუნიკაცია საკუთარ კლიენტებთან. სტარტაპი, ასევე ეხმარება კომპანიებს დაჩქარებული წესით მოახდინონ ბაზარზე ახალი და ინოვაციური პროდუქტების გატანაში.
იურიდიული დოკუმენტების ონლაინ მომზადების პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იურიდიული დოკუმენტები მოამზადონ იურისტის დახმარების გარეშე.
ღრუბლოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს, მარტივად და დამოუკიდებლად შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია და დაიწყონ ვაჭრობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
B2B ვებ-პლატფორმა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ ევროპელ დიზაინერებს დასავლეთ ევროპულ ბუტიკებთან.
სტარტაპის მიზანია ბუტიკებმა სწრაფად და ეფექტურად შეძლონ პროდუქციის სორსინგი. მეორესმხრივ დიზაინერებმა შეძლონ თავის დამკვიდრება ევროკავშირში.
გლობალური ციფრული სატვირთო გადაზიდვების პლატფორმა. სტარტაპი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მოახდინონ ტვირთებზე ფასის მიღება, დაჯავშნა და თვალყურისდევნება რეალურ დროში, მონაცემთა ღრმა ხილვადობით. ომოფოქსი უზრუნველყოფს სწორ კომუნიკაციას გადაზიდვის პროცესში ჩართულ მხარეებს შორის.
ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული, ციფრული გაყიდვების მართვის პლატფორმა, რომელიც ეხმარება სასტუმროებს მინიმალურ დროში შექმნან საკუთარი ვებ გვერდი, პირდაპირი ჯავშნის მიღების ფუნქციით, ონალაინ ჩატითა და ნებისმიერ ჩენელ მენჯერთან ინტეგრაციის შესაძლებლობით.
სტარტაპი, რომელიც ქმნის სულიერ მანქანებს.
«ჩეთბოტიქსი» ნიშნავს ალგორითმების შექმნის ხელოვნებას, ხოლო «ანიმა» ლათინურად ნიშნავს «სულს». სტარტაპი აერთიანებს ამბის თხრობის უძველეს ტექნიკებს – ჰიპერთანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან.
სტარტაპი მომხმარებელს აძლევს საშუალებას შექმნას საკუთარი ონლაინ რესტორანი სახლიდან გაუსვლელად, დამატებითი ფინანსური და ოპერაციული სირთულეების გარეშე.
ციფრული ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების მარტივი ვებ-აპლიკაციაა, რომლის მიზანიც მცირე ბიზნესებისთვის ფინანსებისა და ბუღალტრული დოკუმენტაციის მართვის გამარტივებაა. კერნელი ნებისმიერი ადამიანსთვის მარტივად გამოსაყენებელია და არ მოითხოვს არანაირ ფინანსურ ცოდნასა თუ გამოცდილებას.
არის პირველი სტარტაპი რეგიონში, რომელიც კრიპტო გადახდების მიმღებ სისტემას სთავაზობს ნებისმიერი სახის ბიზნესს.
სითიფეის გამოყენებით ბიზნესს შუძლია კრიპტო ტრანზაქციების მიღება მომენტალურად 5-ჯერ მცირე ხარჯებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თანხის ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაციით ყოველგვარი დანაკარგის გარეშე.
ძირითადი საშუალებების და მარაგების ინვენტარიზაცია ინოვაციური მეთოდით
არის მულტიფუნქციური ხელსაწყო, რომელიც მომხმარებელს ეხმარება ონლაინ მარკეტინგული კამპანიების ავტომატიზაციაში. დატანინჯას გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია შექმნას ციფრული რეკლამა, მართოს იგი და თვალი ადევნოს მის შედეგიანობას რეალურ დროში. დატანინჯას მიზანია, რომ რაც შეიძლება მარტივად და ყოველგვარი ტექნიკური ცოდნის გარეშე მომხმარებელმა შექმნას რთული კონფიგურაციის მქონე მარკეტინგული კამპანიები და დათვალოს მათი შედეგიანობა.
ავტომობილის შეკეთების პლატფორმა ავტოასისტენტის გამოძახების შესაძლებლობით
გლობალური სტარტაპ ფონდის მეორე სესის ფარგლებში ფონდის ინვესტორების მიერ, შერჩეული სტარტაპების შესახებ: მეორე სესია
ფაბერი არის ციფრული პლატფორმა, მარკეტფლეისი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს სასურველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. Phubber-ის აპლიკაციის მიზანია, მომხმარებელმა დიდი თანხა არ გადაიხადოს სამოსში და ის იძლევა საშუალებას გაყიდოთ არასასურველი ან გამოუყენებლი ნივთები, მიიღოთ დამატებითი შემოსავალი და იყიდოთ, აღმოაჩინოთ თქვენთვის სასურველი.
Lingwing.com-ის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს აითვისონ უცხო ენა ევროკავშირის ენის ფლობის სტანდარტების შესაბამისად და ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. Lingwing-ზე სწავლა თავიდანვე პტაქტიკით იწყება – წერით ან საუბრით. დამწყებსაც კი, უცხო ენაზე ამეტყველება დაახლოებით ერთ თვეში შეუძლია.
Lingwing.com-ზე 170 000 მომხმარებელია დარეგისტრირებული და 250%-იანი ყოველწლიური ზრდა აქვს. ამ წელიდან კომპანია 4 ახალ უცხოურ ბაზარზე შესვლას აპირებს.
საქართველოს ტურისტული მარშუტების აპლიკაციაა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მოგზაურობა გახდეს დაუვიწყარი. აპლიკაციის გამოსაყენებლად, საჭიროა ანგარიშის შექმნა. შემდეგ, შესაძლებელია პერსონალური ინტერესების მონიშვნა – იქნება ეს ქალაქის ტური, კულტურული, შოპინგ, OFF-ROAD, ღვინის ტური, ღამის ცხოვრებისა თუ საფეხმავლო ტურები. აპლიკაცია იძლევა პირადი ანგარიშის გარეშე გამოყენების შესაძლებლობასაც, თუმცა ამ შემთხვევაში, ბილიკი ვერ გაძლევთ რჩევებს, რაც Biliki App-ის მთავარი იდეაა. თუ ადამიანს არ აქვს გადაწყვეტილი, რა სახის ტურითაა დაინტერესებული, აპლიკაცია თავად სთავაზობს ალტერნატივების ჩამონათვალს. ტურის არჩევის შემდეგ, შესაძლებელი ხდება ყველა ინფორმაციის ნახვა – მარშუტის რუკა, ამინდი, საჭირო დრო და მანძილი, ინფორმაცია ადგილის შესახებ, მანქანის დაქირავების შესაძლებლობა, ბანკომატები, გაზგასამართი სადგურები, ყველა საჭირო დანიშნულების წერტილი და რჩევები იმის შესახებ, თუ რისი წაღებაა სასურველი კონკრეტულ ტურზე.
Anima Chatbotics აერთიანებს ანტრეპრენერებს, პროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი მიზნის ქვეშ- შეიქმნას ცოცხალი და თავისი “სულის” მქონე ციფრული ასისტენტები, ე.წ. “ჩეთბოტები”. აქედან გამომდინარეობს დასახელებაც: Chatbotics – პროგრამული კოდის, ალგორითმების და ავატარების შექმნის ხელოვნებაა, ტექნიკური მხარე, “Anima” კი ლათინურად სულს ნიშნავს. ტექნიკურად კარგად გამართული ციფრული თანამშრომელი, რომელსაც ამბის თხრობა შეუძლია და მდიდარი ლექსიკონი აქვს – მოსაუბრეების გადმოსახედიდან თითქოს “სულს” იძენს. მოცემულ ეტაპზე Anima Chatbotics მუშაობს ბევრ სხვადასხვა ტიპის პროექტზე, მათ შორის: 1 – ქალაქის ჩეთბოტი, 2 – გარდაცვლილი ადამიანების აციფრულების არქიტექტურა და 3 – მზა ციფრული ასისტენტები, რომელთაც გარკვეული საბაზისო ცოდნა გააჩნიათ ამა თუ იმ ინდუსტრიასთან დაკავშირებით და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დაიქირავოს მსგავსი თანამშრომელი.
BEST OFFER ინოვაციური პროექტი, რომელსაც არ ყავს ანალოგი არც ქართულ და არც მსოფლიო ბაზარზე. Best Offer ამარტივებს სავაჭრო ურთიერთობებს და დისტანციური მომსახურებით მყიდველს საშუალებას აძლევს მიიღოს საუკეთესო შეთავაზება სასურველ პროქტზე/სერვისზე. ამავდროულად კომპანია ეხმარება გამყიდველს სწორად გამოიყენოს თავისი კონკურენტული უპირატესობები იმისთვის, რომ მოახერხოს კლიენტან დაკავშრება მინიმალური შესაძლებელი ღირებულებით.
BEST OFFER-ის მიზანია დააკავშიროს დაინტერესებული მხარეები (მყიდველი და გამყიდველი) მარტივი და მოქნილი გზით. კომპანია უზრულვეყოფს, რომ გამყიდველმა დაამყაროს ურთიერთობა უშუალოდ მყიდველთან, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტული პროდუქტით/სერვისით და ამავდროულად ეფექტურად წარმოაჩინოს კონკურენტული უპირატესობები.
Villam – აერთიანებს აპლიკაციასა და მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ფერმის ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგი. ჩვენი მიზანია შევამციროთ დაავადების დადგენის დრო და ამ მხრივ გავუმარტივოთ ფერმერს სამუშაო პროცესი.
გლობალური სტარტაპ ფონდის პირველ სესიაზე 100-მდე დარეგისტრირებული სტარტაპიდან, შერჩეულ 10-ს მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდნენ ინვესტორებს პირისპირ და შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ პირველი სესია
უცხო ენების შესასწავლი ონლაინ პლატფორმა. აპლიკაციის შემქმნელები აცხადებენ, რომ აპლიკაციის ერთი საათის განმავლობაში გამოყენების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია უცხო ენაზე მარტივი წინადადებებით საუბარი.
სტარტაპი, რომელმაც შექმნა ტექნოლოგიური გადაწყვეტილება სმენადაქვეითებული ადამიანების კომუნიკაციისთვის. 466 მილიონიანი სეგმენტისთვის, გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო თუ სხვა მიზნებისთვის.
სტარტაპი, რომელმაც შექმნა ფიტნეს ტექნოლოგია და თანამედროვე ინტელექტუალური თუ ციფრული შესაძლებლობებით ამდიდრებს მომხარებელთა გამოცდილებას.
მონაცემებზე დაფუძნებული ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანია, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან ადამიანებს დააკავშირებს მათ ბიზნესთან.
სტარტაპი, რომელმაც შეიმუშავა ინსტრუმენტი კრიპტო ტრეიდერებისთვის და ანალიტიკაზე მომუშავე კომპანიებისთვის. კომპანიას აქვს ალგორითმი რომელიც ეძებს ყველაზე პოპულარ ბლოკჩეინს, ტრანზაქციებს და ქმნის სისტემის ბაზას.
მონაცემებზე დაფუძნებული ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანია, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან ადამიანებს დააკავშირებს მათ ბიზნესთან.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ელექტრონული კომერციის პლატრორმა, რომელიც 5 წუთში გამზადებულ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.
სტარტაპი, რომელიც აწარმოებს ჭკვიან გადაწყვეტილებას გათბობის სისტემების განრიგის ოპტიმიზაციისთვის.
სტარტაპი, რომელმაც შექმნა დროებითი ტატუ, რათა საშუალება მისცეს მფლობელს გადაიხადოს POS ტერმინალებზე, მასში ჩაწეროს სხვადასხვა ორგანიზაციის საშვი თუ აბონემენტი.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირადი ფინანსური მრჩეველი, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ჩათბოტების საფუძველზე ასრულებს პირადი ასისტენტის როლს და ბუნებრივი ინტერაქციის წყალობით ამარტივებს ფინანსების მართვის პროცესს.
გლობალური სტარტაპ ფონდის პირველ სესიაზე, ქართულმა სტარტაპ კომპანიამ INFLUENCE GEORGIA-მ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ებრაელი ინვესტორის, დავიდ ზერასგან მიიღო და შედეგად, 1 300 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.