BTU-ს ბიბლიოთეკა განკუთვნილია: სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, მეცნიერებისთვის, საზოგადოებისთვის – ბავშვებისთვისა და ოჯახებისთვის.
ბიბლიოთეკა მომხმარებლებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრულ ძირითად და დამატებითი ლიტერატურის ნაბეჭდ და ელექტრონულ კოლექციას, მხატვრულ და საცნობარო ტიპის ლიტერატურას, რომელიც მათ უადვილებთ მიიღონ თანამედროვე განათლება და აწარმოონ ხარისხიანი კვლევები.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – ინფორმაციული რესურსცენტრია, რომელიც პასუხს აგებს არსებული კოლექციების დაცვასა და განვითარებაზე; მომხმარებლისათვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით მაქსიმალურად ხელმისაწვდომსა და ადვილად გამოყენებადს ხდის საინფორმაციო რესურსებს და ამგვარად ხელს უწყობს აკადემიური პროცესების ხარისხისა და ახალი ცოდნის გენერირებას. ბიბლიოთეკა ემსახურება ყველას, განურჩევლად ასაკისა, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქეობრივი სტატუსისა საკუთარი პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
მარეგულირებელი დოკუმენტები
2022 წლიდან, BTU-ს ბიბლიოთეკა International Association of University Libraries-ის წევრია. ასოციაცია მსოფლიოს მასშტაბით, 70 ქვეყანაში ოპერირებს და წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს აერთიანებს.
ბიბლიოთეკის მართვაშია სამკითხველო დარბაზები და სამუშაო სივრცეები
- სამუშაო სივრცე #100
- სამკითხველო დარბაზი #201
- სამუშაო სივრცე #400
- ინდუსტრია 4.0 ლაბორატორია
- iOS/Android ლაბორატორია
- ბლოკჩეინის ლაბორატორია
- ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია
ბიბლიოთეკის საერთაშორისო რესურსები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და აკადემიურ პერსონალს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ისეთი სამეცნიერო ბაზებითა და რესურსებით, როგორიცაა: ScienceDirect, Scopus, EBSCO, Cambridge University Journals, MIT – Technology-Review, Harvard Business Review, MIT Sloan Management Review, The Economist, The Company of Biologists’ Journals, World Bank eLibrary და სხვ.
გარდა უნივერისეტის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსებისა, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და აკადემიურ პერსონალს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს BTU-ს პარტნიორი უნივერსიტეტების საბიბლიოთეკო რესურსებით, როგორიცაა: MIT – Massachusetts Institute of Technology (აშშ) მინეს – ალბის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია), განათლებისა და მეცნიერების ინსტიტუტი (პორტუგალია), ტუშას უნივერსიტეტი (იტალია), ლა კორუნიას უნივერსიტეტი (ესპანეთი), კიოლნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (გერმანია) და სხვ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პლატფორმა ცოდნის ბანკი სტუდენტებისთვის და კურსდამთავრბეულებისთვის 2020 წელს შექმნა.
ცოდნის ბანკი 10 000 ზე მეტ სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს.
ცოდნის ბანკი აშშ-ს სილიკონ ველიში შექმნილი სამუშაო აპლიკაცია Notion-ის პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მასალები UNESCO-ს სასწავლო პლატფორმაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვიდეო ბლოგები, ავატარის ლექციები, ელექტრონული რიდერები და პოდკასტები, რომლებიც ბოლო პერიოდში დისტანციური სწავლების გასაძლიერებლად შეიქმნა, ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით UNESCO-მ სპეციალურ ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე განათავსა.
იხილეთ BTU-ს ელექტორნული მასალები UNESCO-ს IITE Initiative პორტალზე.
ბიბლიოთეკის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
პანელური დისკუსიები, უახლესი ბიზნეს და მხატვრული წიგნების პრეზენტაციები, პლაგიატის, ელექტრონული ბაზების გამოყენებისა და ციტირების ინდექსის ტრენინგები, ციფრული წიგნიერების, რობოტიქსის, სახალისო ასტრონიმიის, მეწარმეობის, უსაფთხო ინტერნეტის დღისა და სხვა მიმართულებებით ვორქშოფები მშობლებისთვისა და ბავშვებისთვის.