BTU-ს კვლევა ფოკუსირდება ციფრული ტექნოლოგიების ინტერდისციპლინურ მიდგომებზე ეკონომიკის, სამართლის, სახელმწიფო მმართველობის, ჯანდაცვის, ხელოვნური ინტელექტის, მდგრადი ენერგიების, კიბერუსაფრთხოების, განათლების, აგრარული ტექნოლოგიების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მარკეტინგის მიმართულებით. უნივერსიტეტის პრიორიტეტია ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო, არასამთავრობო და კორპორატიულ სექტორთან აქტიური თანამშრომლობა ერთობლივი ინოვაციური კვლევების განხორციელების მიზნით.
BTU-ში ფუნქციონირებს კვლევების ცენტრი, რომლის ძირითადი მიზანია:
- უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, მკვლევრების და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებში ჩართულობის გზით;
- კვლევის დაფინასების წყაროების მოძიება და დივერსიფიცირება;
- საგანმანათლებლო პროცესში სამეცნიერო კვლევების შედეგებისა და ახალი ცოდნის გამოყენების ხელშეწყობა;
- კვლევის შედეგების გავრცელების ხელშეწყობა და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება;
- ცენტრისა და მისი ადგილობრივი/საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის კერძო სექტორის, შესაძლებლობების კონსოლიდაცია კვლევების შედეგების კომერციალიზაციის ხელშესაწყობის მიზნით;
- BTU-ს მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით კვლევაზე დაფუძნებული სტარტაპების შექმნისა და მათი მდგრადობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.