ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
BTU-ში სწავლება ეფუძნება პრაქტიკულ, სტუდენტზე ორიენტირებულ და პრობლემების გადაჭრაზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც თეორიული ცოდნის რეალურ პროექტებსა და პროფესიულ გამოწვევებთან დაკავშირებას უზრუნველყოფს. სასწავლო პროცესი აერთიანებს ინტერაქტიულ ლექციებსა და სემინარებს, ჯგუფურ სამუშაოებს, ქეისების ანალიზსა და პრაქტიკოსი ლექტორების აქტიურ ჩართულობას.
სასწავლო კურსების მნიშვნელოვან ნაწილში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ გამოიყენონ AI მონაცემთა ანალიზში, კოდირებაში, ტექსტების გენერირებასა და რედაქტირებაში, მარკეტინგული და ფინანსური გადაწყვეტილებების მხარდაჭერაში.
შეფასების სისტემა ორიენტირებულია კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარების, კრეატიულობისა და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებაზე. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პროექტულ დავალებებს, რეალურ ქეისებზე მუშაობასა და პრობლემების ეფექტიან გადაწყვეტას. ამასთანავე, უნივერსიტეტი ეტაპობრივად ავითარებს პერსონალიზებული სწავლების მიდგომებს, რომელიც სტუდენტებს ინდივიდუალურ სასწავლო გამოცდილებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მხარდაჭერას სთავაზობს.
დამატებით, სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ BTU-ს AI ცოდნის ბანკით, ღია სილაბუსებით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და რეგულარული ტრენინგებით, რომლებიც ეხმარება მათ AI ინსტრუმენტების პასუხისმგებლიან და ეფექტურ გამოყენებაში როგორც სასწავლო, ისე პროფესიულ გარემოში მკაფიო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრავს AI-ის დასაშვები გამოყენების წესებს, ავტორობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, რომელიც სტუდენტებს, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სთავაზობს სასწავლო პროცესის სრულყოფილი განხორციელებისთვის საჭირო ადმინისტრაციულ, საინფორმაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას.
სამსახური ასევე პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემების ადმინისტრირებაზე, ციფრული სერვისების განვითარებასა და სასწავლო პროცესების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე. უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასწავლო გარემოს დიგიტალიზაციას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ინტეგრირებას სასწავლო პროცესის მართვასა და სტუდენტური სერვისების უწყვეტ განვითარებაში.