თათია ბრეგვაძე
თათია ბრეგვაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. იგი ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.
თათია არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერის, ციფრული მარკეტინგის მენეჯერის, ბაზრის კვლევის მენეჯერისა და ანალიტიკოსის, ასევე მარკეტინგული კვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციებზე.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიჰყავს საერთაშორისო მარკეტინგის, მარკეტინგის საფუძვლების, რაოდენობრივი კვლევისა და Excel-ისა და SPSS-ის გამოყენებით მონაცემთა ანალიზის სალექციო კურსები.
თათია იყო ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევის პროექტის „გასტრონომიული ბიზნესის მარკეტინგული თავისებურებები, ციფრული ტრანსფორმაცია და გამოწვევები“ წამყვანი მკვლევარი და თანახელმძღვანელი. ასევე არის პროექტის „Business Research for Sustainable Development“ ავტორი და მენეჯერი.
მას გავლილი აქვს პროფესიული განვითარების პროგრამები დიზაინის აზროვნების, ციფრული რეკლამის, ბიზნესის დაგეგმვის, PR-ისა და მარკეტინგის მიმართულებით. მონაწილეობა აქვს მიღებული ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.
თათია ფლობს ინგლისურ ენას.
სხვა პერსონალი