BTU-ს მიერ შექმნილი ელექტრონული სასწავლო რესურსები UNESCO-ს IITE Initiative-ის ონლაინ პლატფორმაზეა განთავსებული.
პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო მასალებს და მიზნად ისახავს დისტანციური სწავლების მხარდაჭერას, ცოდნის გაზიარებასა და ხარისხიანი ონლაინ რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
BTU-ს მასალები მოიცავს ვიდეო ბლოგებს, ავატარის ლექციებს, ელექტრონულ რიდერებსა და პოდკასტებს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის მიმართულებით.
რესურსები განკუთვნილია სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, მენეჯერებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც ახალი ცოდნის მიღება სურს.
BTU-ს ელექტრონული მასალები UNESCO-ს IITE Initiative პორტალზე უფასოდ არის ხელმისაწვდომი.