ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას უცხოენოვანი პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას უცხოენოვანი პროგრამების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ორგანიზების, ადმინისტრირებისა და უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტების, მათ შორის უცხოელი სტუდენტების მომსახურების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
- უცხოენოვანი პროგრამების შესახებ საინფორმაციო ბროშურების და სხვადასხვა საცნობარო მასალების მომზადებაში მონაწილეობა და მათი მიწოდება სტუდენტებისათვის;
- უცხოენოვან პროგრამაზე/პროგრამებზე ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობა, პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანების პროექტების მომზადების და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში მონაწილეობა, პროგრამაზე სწავლის მსურველთა და სტუდენტთა შესახებ ინფორმაციის მომზადება. კომპეტენციის ფარგლებში დახმარება განათლების აღიარებასთან დაკავშირებულ და სხვ. საკითხებში;
- სასწავლო პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა – შესაბამისი პროგრამის და მისი კომპონენტების სილაბუსების შესაბამისად სემესტრის დაგეგმვაში, სასწავლო და საგამოცდო პროცესის ორგანიზებაში, სასწავლო და საგამოცდო ცხრილების შედგენაში მონაწილეობა, ამ სასწავლო და საგამოცდო პროცესის ადმინისტრირება და კონტროლი, სხვ., რაც დაკავშირებულია უცხოენოვანი პროგრამების სწავლა-სწავლებასთან;
- უცხოენოვანი პროგრამის განმახორციელებლებთან კომუნიკაცია და უკუკავშირი;
- სტუდენტთა საჭიროებებისა და მოლოდინების სისტემატურად შესწავლა, სტუდენტებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა. სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება-დამუშავება, შედეგების ანალიზი;
- უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტების სწავლებისა და ადაპტაციის ხელშეწყობა, ადმინისტრაციული და საინფორმაციო მომსახურება და მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ბტუ-ს საქმიანობაში სტუდენტთა ინტეგრირების ხელშეწყობა, სტუდენტების ინფორმირება სტუდენტთა მხარდაჭერის საუნივერსიტეტო სერვისების და ბტუ-ში დაგეგმილი ღონისძიებების/პროექტების/სხვ. შესახებ;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
- სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია უცხოენოვანი პროგრამის განხორციელებასთან და სტუდენტების საინფორმაციო, აკადემიურ, ადმინისტრაციულ და საორგანიზიციო მხარდაჭერასთან, დეტალურად იხილეთ ფაკულტეტის დებულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
- ინგლისური ენის ფლობა არანაკლებ B2 დონეზე;
- ანალოგიური ფუნქციების მქონე სამსახურში მუშაობის/ანალოგიური ფუნქციების
შესრულების/უსდ-ში სასწავლო პროცესის ორგანიზებაში/ადმინისტრირებაში/განხორციელებაში მონაწილეობის არანაკლებ 01 წლის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება და თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების ეფექტიანად
- გამოყენების უნარი;
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
სამუშაო ადგილიდა პირობები:
- სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
- სამუშაო განრიგი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00/10:00-17:00/18:00 საათი
- შრომის ანაზღაურება – 1200-1500 ლარი (ხელზე ასაღები).
დამატებითი ინფორმაცია:
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – vacancy@btu.edu.ge;
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 24 ივნისი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით vacancy@btu.edu.ge
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.