ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნებია:
ა) შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) ბტუ-ს აკადემიური პერსონალის სტატუსი და საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტური დადასტურება.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- – საკონკურსო საბუთების შესწავლის ეტაპი – შესაბამისობის დადგენა განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმებით: 1) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის (მაგ., პროგრამების განხორციელების, ნაშრომების ხელმძღვანელობის და/ან სხვ.) არანაკლებ 02 წლის გამოცდილება; 2) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი და ბოლო 05 წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციები ან არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და პროფესიული/პრაქტიკული გამოცდილება – ა) ვაკანსიის შესაბამისი დარგის ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ზედა რგოლის მენეჯერულ ხელმძღვანელ პოზიციებზე არანაკლებ 03 წლის მუშაობის ან ბ) ვაკანსიის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 05 წლის გამოცდილება;
II.- კონკურსანტთა შეფასების ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება) – შეფასება განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმებით: პროგრამის განვითარების დასაბუთებული ხედვა, რომელიც მათ შორის მოიცავს ინტერნაციონალიზაციისა და სწავლებაში
თანამედროვე ტექნოლოგიური კომპონენტების ინტეგრირების ხედვას; პროგრამის განვითარების სამოქმედო გეგმის ხედვა; ინფორმაციის გადმოცემის უნარი; დროის მართვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
- CV (ბტუ-ში მოქმედი ფორმით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები. უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში წარმოსადგენია დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
- პროგრამის განვითარების დასაბუთებული ხედვა და სამოქმედო გეგმის ხედვა, რომელიც მათ შორის მოიცავს ინტერნაციონალიზაციისა და სწავლებაში
თანამედროვე ტექნოლოგიური კომპონენტების ინტეგრირების ხედვას.
კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- საკონკურსო საბუთების მიღება: 10.06.2026 – 22.06.2026 (18:00 საათამდე);
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 23.06.2026-25.06.2026;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 26.06.2026 (18:00 საათამდე);
- საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 29.06.2026;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 30.06.2026-01.07.2026;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება): 02.07.2026-09.07.2026;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: 10.07.2026.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების რეგლამენტი თითოეული კონკურსანტისთვის შეადგენს მაქსიმუმ 20 წუთს;
ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ განთავსდება ბტუ-ს ვებგვერდზე (www.btu.edu.ge);
საკონკურსო საბუთები და საპრეტენზიო განცხადებები მიიღება ელ.ფორმით – ბტუ-ს ელ.ფოსტაზე (vacancy@btu.edu.ge) გაგზავნით;
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.