
GIS დღე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში GIS დღის აღსანიშნავად გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოწვეულ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ინტერაქტიულად გაცნობოდნენ გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (GIS) თანამედროვე შესაძლებლობებს. მონაწილეებმა VR ტექნოლოგიის მეშვეობით შეისწავლეს გუგლის „დედამიწაში“ (Google Earth) ინტეგრირებული აეროგადაღებები, 3D ობიექტები და ქუჩის ხედვის (Street View) რეჟიმი.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები ასევე გაეცნენ ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და გაიგეს, რომ GIS სისტემებში ვირტუალური რეალობის დანერგვა გეოგრაფიის განვითარების მომავალ ეტაპად მიიჩნევა.
აღსანიშნავია, რომ GIS დღე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე მეოთხედ აღინიშნა


