თინათინ ბანძელაძე
თინათინ ბანძელაძე არის ფსიქოლოგიის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას აქვს შვიდწლიანი აკადემიური გამოცდილება კვლევის მეთოდების, ექსპერიმენტული და კოგნიტური ფსიქოლოგიის სწავლების მიმართულებით.
მუშაობდა სამართალდამცავ სისტემაში ფსიქოლოგთა გუნდის ხელმძღვანელად. მონაწილეობდა საერთაშორისო და ეროვნულ კვლევით პროექტებში, რომლებიც მოიცავდა მოზარდთა განვითარებისა და ქცევის ფსიქოსოციალური საფუძვლების, ასევე მედია წიგნიერებისა და დეზინფორმაციის საკითხების შესწავლას. ამჟამადმმუშაობს მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციებისა და ტრენინგ-მოდულების შემუშავებაზე.