გიორგი წოწკოლაური
გიორგი წოწკოლაური არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი და სოციალური სფეროს სპეციალისტი, რომელსაც 25 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს. იგი 1999 წლიდან მუშაობს აივ ინფექციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით. მისი პრაქტიკული საქმიანობა ფოკუსირებულია პრევენციაზე, სტიგმის შემცირებასა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სისტემების განვითარებაზე.
2010 წლიდან გიორგი წოწკოლაური არის პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი, რომელიც მუშაობს ინდივიდუალურ, წყვილთა და ჯგუფურ დონეზე, სადაც აერთიანებს ბიოფსიქოსოციალურ და ჰუმანისტურ მიდგომებს. მისი საქმიანობა ეფუძნება პროფესიულ ეთიკას, თვითმზრუნველობის კულტურის განვითარებასა და ადამიანის ღირსების პატივისცემას.
2013 წლიდან გიორგი წოწკოლაური აქტიურად საქმიანობს აკადემიურ სივრცეში. იგი მონაწილეობს სასწავლო სატრენინგო და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, რომლებიც მიმართულია ფსიქიკური ჯანმრთელობის, სოციალური ჩართულობისა და უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების განვითარებაზე საქართველოში.