მარიამ მერაბიშვილი
მარიამ მერაბიშვილი არის აგრარული მეცნიერებების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, Tech Women Community-ის აქტიური წევრი, European Association of Research Managers and Administrators (EARMA)-წევრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი.
15 წლის განმავლობაში, მარიამ მერაბიშვილი, აქტიურად საქმიანობს აკადემიურ, სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ სფეროებში თანამედროვე აგრარული ტექნოლოგიების, აგრობიოტექნოლოგიის, კლიმატის ცვლილების და ეკოლოგიის მიმართულებით.
მარიამ მერაბიშვილი, აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. არის 25-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, 1-წიგნის თანაავტორი, 35-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, არაერთი პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე და სამეცნიერო პროექტის ავტორი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე, მკვლევარი და მენეჯერი.
მარიამ მერაბიშვილი, ბტუ-ს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“, ხელმძღვანელობს „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი აგრარულ სფეროში“ მიმართულებით დოქტორანტებს.
ბტუ–ს „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის მარიამ მერაბიშვილის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- მონაწილე – ჟან მონეს მოდულის “ევროკავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და მდგარი განვითარების პოლიტიკისთვის – EU-Energy-SSDP” პროექტის ფარგლებში განხორციელებული საზაფხულო სკოლა, BTU.
- მოხსენების ავტორი-IV-საერთაშორისო კონფერენცია, განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია ICETI 2024 “ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარება სოფლის მეურნეობაში“
- სამოგზაურო გრანტის მფლობელი, მომხსენებლი -“Second High-Level Meeting of the Multilateral Dialogue on Values and Principles in International R&I Cooperation” ევროპული კომისია, ბრიუსელი, ბელგია.
- სამოგზაურო გრანტის მფლობელი, მომხსენებელი-EARMA-წლიური კონფერენცია, ოსლო, ნორვეგია.
- ეკონომიკური ფორუმის მონაწილე -“WOMEN IN BUSINESS”; II-Panel, Masterclass: “Art of Public Speaking”
- სემინარის მონაწილე – “კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა” განახლებული (NDC) ეროვნული კლიმატის ცვლილების დოკუმენტისა და მისი მდგრადი ქმედებების მხარდაჭერის სტრატეგიული მზადყოფნა: სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაცია დაბალი ემისიების და კლიმატისადმი მდგრადი გზებით; შესაძლებლობების განვითარება; FAO; „მწვანე კლიმატის ფონდი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
- მონაწილე-“საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“„აქცენტები, მეცნიერებასა, ტექნოლოგიაზე და ინოვაციაზე“ Emerging Europe & BTU.
- მონაწილე-სემინარი-„ხარისხიანი გრანტის განაცხადის მომზადება“-„უმაღლესი განათლების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება“ პროგრამის მაგალითზე, European Union, „Erasmus +; NEO
- მონაწილე – „მეტყევეობა და კლიმატის ცვლილების გამოწვევები“, MASHAV Carmel Training Center (MCTC), ისრაელი.
- მონაწილე-კურსი „ტექნოლოგიური-ტრანსფერი“: კვლევა, ინოვაცია და მეწარმეობა– USA; NCURA; BTU; UCBP.
- ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე-„ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი-(AI)“-ციფრული ტრანსფორმაცია აგრარულ სექტორში; აგრო-რევოლუცია, აგრარული ტექნოლოგიების მნიშვნელობა“, BTU.
- მონაწილე-“როგორ დავწეროთ წარმატებული საპროექტო წინადადება „ჰორიზონტი ევროპა“-თვის, EURAXESS Africa & Youth makers Hub.
- ტრეინინგის მონაწილე – კარბონის ბაზრების მდგრადი განვითარება, BTU.
- ლიდერის სტატუსის მფლობელი-სასწავლო კურსის (42 სთ), “კორპორატიული ლიდერობის პროგრამა” Global Youth Development Center, Leadership Hub.
- EU-ჩარჩო პროგრამის მონაწილე-„კვლევა და ინოვაცია, პრაქტიკული ასპექტები”, Horizon Europe, European Union Twinning Project, ბელგია, ბრიუსელი.