ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები/სტიპენდიები BTU ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
მესინას უნივერსიტეტი, იტალია
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და დღიური სტიპენდია: 160 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად)
Please see the Call in English Language Attached
ვალე დე ელდას პროფესიული კოლეჯი, ესპანეთი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (+2 მგზავრობის დღე)
სტიპენდია მოიცავს: ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება და დღიური სტიპენდია: 160 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად)
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა პერსონალმა არაუგვიანეს ა/წ 31 იანვრის 13 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ; ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- პასპორტის ასლი
- სამუშაო გეგმის მონახაზი (დანართი 1)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ
დამატებითი ინფორმაცია:
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.