შორენა მეტრეველი
შორენა მეტრეველი არის ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
შორენა მეტრეველი ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას სახდასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტატისტიკისა და მათემატიკის მიმართულებით 1997 წლიდან. 2018 წლიდან არის ბიზნესის აკადემიის ნამდვილი წევრი.
შორენა მეტრეველი სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნოერო კონფერენციებსა და ვირქშოფებში საქართველოსა და უცხოეთში. მას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი. მისი ავტორობით/თანაავტორობით გამოქვეყნებულია 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ადგილობრივ და საერთაშორისო აკადემიურ გამოცემებში. არის 14 სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. არის სხვადასხვა პროექტებისა და სამეცნიერო გრანტების მონაწილე.