შალვა შალაშვილი
შალვა შალაშვილი ფლობს ბიზნესისა და ეკონომიკის რაოდენობრივი მეთოდების მაგისტრის ხარისხს Universidad Carlos III de Madrid-დან. არის პროფესიონალი ინვესტიციების მართვის ინდუსტრიაში მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებით პორტფელის მენეჯმენტის, რისკების მენეჯმენტისა და კორპორაციული ფინანსების მიმართულებით. ასევე ფლობს ACCA certificate in Business Valuation-ს და The International Monetary Fund (IMF)-ის Certificate in Financial Market Analysis-ს. გახლდათ 2017 წლის Young Transatlantic Innovation Leaders Initiative (YTILI) და 2023 წლის Tartu Centre for Creative Industries სტიპენდიანტი. 2011-2012 წლებში გამოქვეყნებული აქვს სამი სტატია ქართულ რეფერატულ ჟურნალში „ბუღალტრული აღრიცხვა“.
ამჟამად შალვა შალაშვილი არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. მისი საკვლევი თემებია: ავტომობილების ელექტროფიცირება, დეკარბონიზაცია, ნავთობის ბაზარი, გარემო და ენერგოუსაფრთხოება.