ლანა ჩხარტიშვილი
ლანა ჩხარტიშვილი 2023 წელს ჩაირიცხა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, დოქტორანტურის საფეხურზე და მუშაობს ნაშრომზე “პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) საქართველოში (სექტორული ანალიზი).”
ლანა ჩხარტიშვილი არის Skillwill საქართველოს დირექტორი. Skillwill არის რეგიონში პირველი ონლაინ ნეოუნივერსიტეტი, რომელშიც მდგრადი განვითარების SDG 4-ის (ხარისხიანი განათლება) თანახმად ისწავლება ინოვაციური ციფრული პროგრამები.
ლანა ჩხარტიშვილი 2020, 2021 და 2022 წლებში მუშაობდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში (UN Global Compact Network Georgia), სადაც თანაგუნდელებთან ერთად დააფუძნა კორპორაციული მდგრადობის აკადემია და ყველა დაინტერესებული სექტორის წარმომადგენელთან აქტიურად მუშაობდა კორპორაციული მდგრადობის თემის პოპულარიზაციაზე.
ლანა ჩხარტიშვილს აქვს 15 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილება პროექტების მენეჯმენტში, მწვანე პოლიტიკის დაგეგმვასა და CSR პროექტების მართვაში ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნით. ატარებს ტრენინგებს მდგრადობის მიმართულებით, აქვს აკადემიური ნაშრომები კორპორაციულ მდგრადობასა და ორგანიზაციების ეკომეგობრული და ინოვაციური მართვის მეთოდებსა და სტრატეგიებზე.