ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა მკვლევარებს სთავაზობს აკადემიურ და გამოყენებით კვლევით გარემოს ბიზნესის, ინოვაციებისა და ციფრული/AI ტრანსფორმაციის ურთიერთმიმართების შესასწავლად. დოქტორანტები მუშაობენ ინდივიდუალურ სამეცნიერო კვლევებზე გამოცდილი ხელმძღვანელების ზედამხედველობით, BTU-ს კვლევითი ცენტრებისა და საერთაშორისო აკადემიური პარტნიორების მხარდაჭერით.
პროგრამის კურსდამთავრებულები აგრძელებენ კარიერას აკადემიურ სფეროში, კვლევით ინსტიტუტებში ან უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე კომპანიებში.
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (PhD in Business Administration)
პროგრამის მოცულობა: 60 კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური: 3500 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:
ბიზნესის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საქართველო–ისრაელის ერთობლივ ინდუსტრიულ სადოქტორო პროგრამაში, რომელიც ხორციელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა (BTU) და ბარ-ილანის უნივერსიტეტის (Bar-Ilan University, ისრაელი) პარტნიორობით.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხს.
თუ ბიზნესის სადოქტორო პროგრამით ხართ დაინტერესებული, შეავსეთ ფორმა დამატებითი ინფორმაციისა და სიახლეების მისაღებად
იმ შემთხვევაში, თუ აღარ გსურთ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება, მოთხოვნა დააფიქსირეთ marketing@btu.