ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სამსახურის კოორდინატორის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სამსახურის კოორდინატორის (ცხელი ხაზის ოპერატორი) პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
- საჭიროებისამებრ გამავალი ზარების განხორციელება;
- შემოსული და გასული ზარების პროგრამული აღრიცხვა;
- სხვადასხვა ტიპის სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- საქმისწარმოების ერთიანი წესისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად კორესპონდენციის დადგენილ ვადაში ადრესატისთვის დროული მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების გამოცდილება (არანაკლებ 1 წელი);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
სამუშაო ადგილი და პირობები:
- სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82;
- სამუშაო განრიგი – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 16:00 საათიდან 19:00 საათამდე. შაბათს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე;
- შრომის ანაზღაურება – 800 ლარი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე (ხელზე ასაღები თანხა).
დამატებითი ინფორმაცია:
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 23 ივლისი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა – გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.