ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობა:
ქსელის ადმინისტრატორის ფუნქციაა საუნივერსიტეტო უკაბელო და საკაბელო ქსელის ორგანიზება, ად-მინიატრირება, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
ძირითადი მოვალეობების დეტალური აღწერა:
- საკაბელო ინფრასტრუქტურისა და საკაბელო ქსელის ტოპოლოგიის დაგეგმვა;
- ქსელური აპარატურის შერჩევა და შეძენა;
- საკაბელო ქსელური აპარატურის (Cisco) კონფიგურირება, მონიტორინგი;
- უკაბელი ქსელური აპარატურის (Rockus) კონფიგურირება, მონიტორინგი;
- ქსელური მარშრუტიზატოორის (Fortinet) კონფიგურირება, განახლება მონიტორინგი;
- ქსელური უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა და განახლება;
- ტრაფიკის შეიფინგი და ფილტრაცია საჭიროებებისდა მიხედვით;
- უკაბელო და საკაბელო ქსელის გამართული ფუნქციონირების მონიტორინგი;
- ინციდენტებზე რეაგირება;
- ინციდენტების ალბათობის შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
- საჭირო ლიცენზიების შეძენა განახლება;
- ინტერნეტ პროვაიდერებთან და სხვა სერვისის ან და აპარატურის მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- სხვადასხვა სივრცეებში საკაბელო და უკაბელო ინტერნეტ კავშირის უზრუნველყფა;
- ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პიროვნული უნარები:
- პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი, კოლეგიალური, კომუნიკაბელური
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
- ქსელური ინფრასტრუქტურის სრულად გამართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (კომუტაცია, აგრეგაცია, მარშრუტიზაცია, უსაფრთხოება);
- Cisco ქსელურ კომუტატორებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; VLANs; VTP; STP; RSTP; EtherChannel, LACP;
- Fortinet NGFW მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება, IPS, IDS, NIPS, HIDS, WebFilter, App control, Restrictions, etc..
- IPSec Site To Site VPN, SSL VPN, კავშირების კონფიგურირების გამოცდილება;
- აპარატურულ ნაწილში სწორი კონფიგურაციის შერჩევის და შესყიდვის გამოცდილება;
- Wifi ქსელის გამართვის გამოცდილება (Rockus, ZoneDirector, Unify);
- ქსელის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა, შემუშავება და განხორციელების გამოცდილება;
- ქსელური მოწყობილობების (Fortigate, Cisco, Wifi controllers and Access point Ruckus monitoring,) აპარატურული და პროგრამული კონფიგურაცია, ადმინისტრირება, მონიტორინგის გამოცდილება;
- VOIP – PBX მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- Cisco CCNA ან CCNA Security – ჩაითვლება უპირატესობად.
- Fortinet NSE-3,4 ჩაითვლება უპირატესობად.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
სახელფასო განაკვეთი და სამუშო გრაფიკი:
- ანაზღაურება შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
- სამუშაო გრაფიკი სტანდარტული: ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 18:00 საათი;
- სამუშაო ადგილი – ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N82.
დამატებითი ინფორმაცია:
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 24 იანვარი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა:
– ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
– პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.