ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური საბჭოს წევრთა შერჩევის მიზნით
შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ აცხადებს კონკურსს აკადემიური საბჭოს წევრი:
დოქტორანტის შერჩევის მიზნით:
- სადოქტორო პროგრამიდან – „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ – 1 წარმომადგენელი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები ბტუ-ს „აკადემიური საბჭოს დებულების“ შესაბამისად:
- აკადემიური საბჭოს წევრი – დოქტორანტის შემთხვევაში – შპს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ სადოქტორო პროგრამაზე აქტიური სტუდენტის სტატუსის არსებობა.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- სამოტივაციო წერილი.
კონკურსის ვადები:
- საკონკურსო განაცხადის მიღება: 11.01.2024-16.01.2024 (18:00 საათი);
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და I ეტაპის შედეგების გამოცხადება): 17.01.2024;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 18.01.2024 (18:00 საათი);
- საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 22.01.2024;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 23.01.2024;
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – სწავლებისა და კვლევის კონცეფციის წარდგენა): 24. 01.2024-25.01.2024;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 29.01.2024;
- კონკურსში გამარჯვებულთა შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 29.01.2024.
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების და კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია არაუმეტეს 20 წუთი.
საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით, ბტუ-ს ელ.ფოსტაზე – [email protected] გაგზავნით, სათაურის ველში „აკადემიური საბჭოს წევრობის კონკურსი“ მითითებით, ხოლო საპრეტენზიო განაცხადის შემთხვევაში, სათაურის ველში „აკადემიური საბჭოს წევრობის კონკურსის საპრეტენზიო განცხადება“ მითითებით.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განცხადებების მიღებისა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებისათვის სამუშაო დღეებია: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.
კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: [email protected]
კონკურსანტთა ინფორმირებისთვის კონკურსის ყველა ეტაპის შედეგები განთავსდება ბტუ-ს ვებგვერდზე – https://btu.edu.ge/
კონკურსთან დაკავშირებული ფორმები:
– კონკურსანტის განცხადება;
– სწავლებისა და კვლევის კონცეფციის პრეზენტაციის შეფასება.