ხელოვნური ინტელექტის ჰაკათონი სტუდენტებისთვის
ხელოვნური ინტელექტი და განათლება — ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიციირებული ჰაკათონის თემაა, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.
ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატსა და ღონისძიებას გააერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.
მარათონის საპრიზო ფონდი მუდმივ რეჟიმში გაიზრდება — მის ფარგლებში, გამარჯვებული მონაწილეები არსებული პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიებისგან ინვესტიციის სახით მიიღებენ. მთლიანობაში, ჰაკათონის ფარგლებში, საპრიზო ფონდია 20 000 ლარი, რომელიც 3 გამარჯვებულზე გადანაწილდება.
AI ჰაკათონში სტუდენტებს მონაწილეობა გუნდურად შეუძლიათ. გუნდში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება 2-დან 4 მონაწილემდე.
გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ. ხოლო 2024 წლის მაისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგენენ საბოლოო პროდუქტს და შეხვდება ანგელოზ ინვესტორებს ამერიკიდან, ისრაელიდან და ევროპიდან. უნივერსიტეტის მხარდაჭერა მოიცავს სრულ მენტორშიფს.
ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 18 იანვრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ და იმუშავებენ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც მათი ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ხოლო მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ დასკვნით დავალებას და 7 დღის გამავლობაში მენტორებთან ერთად იმუშავებენ საბოლოო პროდუქტის შექმნაზე. საბოლოო შედეგს კი ჟიურის წინაშე წარადგენენ, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს.
ჰაკათონი იმართება MIT — Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.
ჰაკათონი იმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.
AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. ჰაკათონის პარტნიორია გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori და საერთაშორისო კომპანია Devexperts.
ჰაკათონის პირობები და წესები:
- ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ, სტუდენტის სტატუსის მქონე პირს, საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტიდან;
- ჰაკათონში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ გუნდთან ერთად (მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 ადამიანი);
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 18 იანვარი;
- რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, მონაწილე გუნდები მიიღებენ პირველ დავალებას – 24 იანვრიდან 31 იანვრამდე;
- მეორე ტურში გადასული გუნდები მიიღებენ ინფორმაციას ტურის გადალახვასთან დაკავშირებით (5 თებერვალი);
- ჰაკათონის ოფიციალური გახსნა და ძირითადი დავალების წარდგენა – 8 თებერვალი BTU;
- ფინალური შედეგების წარდგენა და ჰაკათონის გამარჯვებულის გამოვლენა – 16 თებერვალი
- გუნდის ჩამოყალიბება და მათი მონაცემების მოგროვება (გუნდის წევრების რაოდენობა განსაზღვრულია 2-4 სტუდენტამდე) გუნდს არეგისტრირებს ერთი წარმომადგენელი;
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
- 18 იანვრამდე სტუდენტის სტატუსის ცნობის გადმოგზავნა ჩვენს ელ.ფოსტაზე: [email protected]