ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით სასწავლო/შეფასების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის ადმინისტრირება, აუცილებელი საორგანიზაციო, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- სტუდენტთა ადმინისტრაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
- ვრცლად იხილეთ –https://drive.google.com/file/d/17djodZyjsEAiRx7Kr9RuRknGUATYlvhC/view
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში მუშაობის/ანალოგიური ფუნქციის შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
საკანონმდებლო აქტების ცოდნა:
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
- უმაღლესი განათლების მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტები.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება;
- დავალების შესრულება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]