ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საბიბლიოთეკო სივრცის კოორდინატორის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას
საბიბლიოთეკო სივრცის კოორდინატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესახებ და მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკის შესაძლებლობების შესახებ
- სამკითხველო დარბაზიდან მოთხოვნისამებრ ლიტერატურის გაცემა, დაბრუნებული წიგნის შემოწმება და ბიბლიოთეკის სამსახურის კოორდინატორისთვის გადაცემა;
- საბიბლოთეკო სივრცის ჯავშნის სისტემის მართვა, განახლება, კომუნიკაცია საბიბლიოთეკო სივრცის მოსარგებლეებთან;
- საბიბლიოთეკო სივრცის მოწესრგების უზრუნველყოფა, ტექნიკისა და ინვენტარის მოვლა, განახლების საჭიროებისას სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმირება;
- საუნივერსიტეტო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოში ჩართვა, ღონისძიების პროცესში ინვენტარისა და სივრცის მონიტორინგი;
- სხვა მოვალეობების შესრულება, რაც დაკავშირებულია საბიბლიოთეკო სივრცის ეფექტურ ფუნქციონირებასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
- ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
- რეზიუმეს გადარჩევა;
- გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 800 ლარი (კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების ჩათვლით)
- დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected];
- გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
- რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი, 2023 წელი;
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]
შენიშვნა: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს