სამაგისტრო პროგრამებზე მიღების პროცედურები
ჩაბარების პროცედურები
ერთ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე – ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის (EMBA) მიღება მიმდინარეობს მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე;
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბიზნესის მართვის/ადმინისტრირების სფეროში არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება.
ჩაბარების პროცედურები
- საბუთების შემოტანა BTU-ში – საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად;
- კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი.
ინგლისური ენის შიდა გამოცდა ჩატარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
- გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან
ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის – სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით.
ჩაბარების პროცედურები
- საერთო სამაგისტრო გამოცდა – კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმატებით უნდა გადალახოს ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან, სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- საბუთების შემოტანა BTU-ში;
- კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
- გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან
ბიზნესის ადმინისტრირების და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით.
- საერთო სამაგისტრო გამოცდა – კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმატებით უნდა გადალახოს ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან, სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- საბუთების შემოტანა BTU-ში
- კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი.
- გამოცდა სპეციალობაში:
ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით; DevOps სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდის ნიმუში;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა – კანდიდატმა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმატებით უნდა გადალახოს ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან, სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- საბუთების შემოტანა BTU-ში
- კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი.
- გამოცდა სპეციალობაში
შიდა გამოცდა – წერითი კომპონენტი;
შიდა გამოცდა – ზეპირი კომპონენტი/გასაუბრება.
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს გასაუბრების და სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით; საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდის ნიმუში.
რეგისტრაციის პროცედურა, ვადები და ასატვირთი დოკუმენტაცია
ეტაპი
ვადა/თარიღი
შენიშვნა
I
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება
25.08.2025-01.09.2025
საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად: https://register.btu.edu.ge/
II
შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში
03.09.2025
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge)
III
გამოცდის გამოცხადება შედეგების
04.09.2025
გამოცდების შედეგების გასაჩივრება:
IV
საპრეტენზიო მიღება განაცხადების
05.09.2025
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected]
V
შედეგების გამოცხადება
06.09.2025
შიდა გამოცდის თარიღები: სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
VI-I
გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან
08.09.2025-09.09.2025
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge)
გასაუბრების შედეგების გამოცხადება
10.09.2025
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება:
საპრეტენზიო განაცხადების მიღება
11.09.2025
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected]
საბოლოო შედეგების გამოცხადება
13.09.2025
შიდა გამოცდის თარიღები: სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის
VI-II
გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან
08.09.2025-09.09.2025
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge)
გასაუბრების შედეგების გამოცხადება
10.09.2025
გასაუბრების შედეგების გასაჩივრება:
საპრეტენზიო განაცხადების მიღება
11.09.2025
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected]
საბოლოო შედეგების გამოცხადება
13.09.2025
შიდა გამოცდის თარიღები: სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps
VI-III
შიდა გამოცდა
08.09.2025
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge)
შიდა გამოცდის შედეგების გამოცხადება
09.09.2025-10.09.2025
შიდა გამოცდის შედეგების გასაჩივრება:
საპრეტენზიო განაცხადების მიღება
11.09.2025
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected]
საბოლოო შედეგების გამოცხადება
15.09.2025
შიდა გამოცდის თარიღები: სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები
VI-IV
შიდა გამოცდა (წერითი კომპონენტი)
08.09.2025
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge)
შიდა გამოცდა (ზეპირი კომპონენტი/გასაუბრება)
09.09.2025-10.09.2025
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge)
შიდა გამოცდის შედეგების გამოცხადება
11.09.2025
შიდა გამოცდის შედეგების გასაჩივრება:
საპრეტენზიო განცხადების მიღება
12.09.2025
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: [email protected]
საბოლოო შედეგების გამოცხადება
15.09.2025
http://www.btu.edu.ge
VII
სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება და სწავლის საფასურის გადახდა
12.09.2025-18.09.2025
ელექტრონულად
VIII
ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა
19.09.2025
–
რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი)
- ფოტოსურათი 3×4
- სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი)
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი და დიპლომის დანართის ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების ფურცელი (ხელშეკულრების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა)
- მხოლოდ სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის სავალდებულოა: ბიზნესის მართვის/ადმინისტრირების სფეროში არანაკლებ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა/ცნობები (გაითვალისწინეთ, რომ ჩასარიცხი კანდიდატების სიაში მოხვედრის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებამდე, სავალდებულოა ცნობ(ებ)ის სველი ბეჭდით დამოწმებული დედნების ან ნოტარიულად დამოწმებული ასლების უნივერსიტეტში წარმოდგენა. შენიშვნა: სხვა ქვეყანაში მიღებული პროფესიული გამოცდილების შემთხვევაში, წარსადგენია დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი)
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარებისდოკუმენტი
- ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი/სხვ.
- ავტობიოგრაფია (CV).
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“)
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები
- ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე
- ბიზნესის ადმინისტრირების და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით
- ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება
- საერთო სამაგისტრო გამოცდისა და ბტუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბტუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში – პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა).
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015
ვებგვერდი: www.btu.edu.ge
ელ.ფოსტა: [email protected]
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ