BTU-მ ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში ახალი სამაგისტრო პროგრამის – ,,საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები“- შესახებ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სამსახურის თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან მოესმინათ დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, გასცნობოდნენ სასწავლო კომპონენტებს და მიეღოთ ინფორმაცია სხვადასხვა პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს სამაგისტრო პროგრამაზე მიღების პროცედურებსა და კრიტერიუმებზე.
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები უსაფრთხოების და ტექნოლოგიების მიმართულების ახალი უნიკალური სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც BTU-ს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის ინიციატივით შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი, რუბენ არკოსი, რომელმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად პროგრამის კურიკულუმი მოამზადა.
პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2023 წლის შემოდგომიდან იგეგმება. სტუდენტთა მიღება საერთო სამაგისტრო გამოცდების და შიდა სპეციალობის გამოცდის საფუძველზე მოხდება.
პროგრამით დაინტერესებულ პირთა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.