ჟან მონეს პრესტიჟული მოდულის – EU-Energy-SSDP-ის ფარგლებში BTU აცხადებს მონაწილეთა შერჩევას „EU for Energy Security and Renewable Energy“ საზაფხულო სკოლისთვის!
ჟან მონეს პრესტიჟული მოდულის – EU-Energy-SSDP-ის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს მონაწილეთა შერჩევას „EU for Energy Security and Renewable Energy“ საზაფხულო სკოლისთვის!
საზაფხულო სკოლის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ევროპის კავშირის ენერგოუსაფრთხოების კონცეფცია და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული პოლიტიკა.
ძირითადი თემები:
- ევროპის კავშირის სამართლებრივი სისტემა;
- ენერგეტიკის სამართლის ევროპეიზაცია: მთავარი პრინციპები და დებულებები;
- ევროპის კავშირის პოლიტიკა განახლებადი ენერგიის სფეროში;
- რას ნიშნავს ევროპის კლიმატის კანონი და “მწვანე შეთანხმება”?
- რომელია ქართული ენერგეტიკული რეფორმის ძირითადი სამართლებრივი ინსტრუმენტები?
- ენერგეტიკული გაერთიანება და მისი ინსტიტუციური მოწყობა;
- ენერგეტიკული ინდუსტრია;
- რა გავლენა აქვს ენერგეტიკას ეკონომიკაზე?
- განახლებადი ენერგიების სახეობები;
- რას წარმოადგენს ენერგოუსაფრთხოება? განახლებადი ენერგიის როლი ენერგოუსაფრთხოებაში;
- ენერგია როგორც ბიზნესი;
- ენერგია როგორც პოლიტიკური იარაღი.
სამიზნე ჯგუფი: მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები ქართული უნივერსიტეტებიდან და ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული სხვა პირები.
დაწყების თარიღი: 21.07.2023
ხანგრძლივობა: 26 საათი
მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი სარეგისტრაციო ბმულის საშუალებით ა/წ 19 ივნისამდე.
დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: [email protected].
EU-Energy-SSDP – „ევროკავშირი ენერგოუსაფრთხოებისა და მდგარი განვითარების პოლიტიკისთვის“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულია, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება.
ცნობადობის ამაღლება განახლებადი ენერგიების, მდგრადი განვითარების, ენერგო უსაფრთხოების მიმართულებით, ინოვაციური კურიკულუმის განვითარება და სწავლება, ინტენსიური საზაფხულო სკოლის ორგანიზება, კვლევა, კავშირების დამყარება ინდუსტრიასთან – ეს ის კომპონენტებია, რომლებზეც პროექტი ფოკუსირდება.