სოფიო ბაბუნაშვილი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ -პროფესორი სოფიო ბაბუნაშვილი ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრია (ჟენევის უნივერსიტეტი). გავლილი აქვს შემდეგი პროფესიული ტრენინგკურსები: 1. ციურიხის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ETH Zurich) (შვეიცარია) საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამა (კვლევითი ნაშრომი: „2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად უსაფრთხოების სექტორის მართვის გაუმჯობესება საქართველოში – ახალი საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების დანერგვა“), შვეიცარია. 2. უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრი (შვეიცარია), საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის რვათვიანი კურსი „ლიდერობა 21-ე საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში“; შვეიცარია 2019 3. ნატო-ს სკოლა (გერმანია), საგანმანათლებლო პროგრამა „რესურსების მართვა“; გერმანია 2019 4. ნატო-ს სკოლა (გერმანია), ნატო-სა და პარტნიორობა მშვიდობისათვის წევრი ქვეყნების საშტაბო ოფიცრების საორიენტაციო კურსი. მუშაობდა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში, ამჟამად დასაქმებულია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, აპარატის უფროსის თანამდებობაზე.
მშობლიური ქართული ენის გარდა, ფლობს ინგლისურ ენას.