BTU-ს გადამზადების პროგრამა დამწყები მეწარმე ქალებისთვის დასრულდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ინიციატივით, ქალების მიერ შექმნილი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის მხარდასაჭერი გადამზადების პროგრამა დასრულდა.
პროგრამის ფარგლებში, მეწარმეობის ცენტრმა მეწარმე ქალებს შესთავაზა ინტენსიური სალექციო კურსი, რომელიც მათ დაეხმარა გაეგოთ მეტი ბიზნესის განვითარების და ქვეყანაში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის ჩატარდა შემდეგი სესიები:
- შესავალი და ბიზნეს მოდელი; ქეთი ებანოიძე, ელენე ჟვანია (Impact Hub)
- გრანტები და თანადაფინანსების პროექტები; მერი გულუა (აწარმოე საქართველოში)
- დაფინანსების შესაძლებლობები საბანკო სექტორში; ლევან გობეჯიშვილი (სტარტაპერი)
- თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები; ვაჟა ბერიაშვილი (სტარტაპერი)
- ბრენდი და კომუნიკაცია;ბეკი ფანცხავა (სტარტაპერი)
- ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები;გიორგი კინწურაშვილი
- საქართველოს სავაჭრო პალატა და მისი სერვისები; გიორგი ვეკუა(საქართველოს სავაჭრო პალატა)
- შეხვედრა წარმატებულ ქართულ ბიზნესთან; თამარ ბუიღლიშვილი, სტარტაპ ჩიკატაის დამფუძნებელი.
გადამზადებულ ბენეფიციარებს გადაეცათ სერტიფიკატები;
პროექტის პარტნიორები: სტარტაპერი, Impact Hub Tbilisi, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.