BTU-ს ჩართულობით გლობალაიზი კონფერენციას ლონდონში გამართავს და თავს მოუყრის სტარტაპებს, მეწარმეებს, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ადგილობრივ ტექ-საზოგადოებას, სავაჭრო და ბიზნეს ინსტიტუციებს.
BTU-ს ჩართულობით, კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერია BTU-ს მეწარმეობის ცენტრის პარტნიორი ჰენლის ბიზნესის სკოლის წარმომადგენელი: Dr. Fabio Goncalves de Oliveira – მეწარმეობის და ინოვაციების ლექტორი სფეროში 25 წლიანი გამოცდილებით.
კონფერენცია 18 ნოემბერს, ლონდონში გაიმართება და მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
კონფერენცია ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარება და მომავალში მათ ბრიტანულ და მსოფლიო ბაზრებზე გაფართოებას შეუწყობს ხელს.
დეტალები იხილეთ ბმულზე:
https://www.entrepreneur.com/ka/siakhleebi-da-tendentsiebi/globalize-is-londonis/438965?fbclid=IwAR2YAUz05GEWz7seI90fd–rtvylfl2qljtidXswbCaPvO8L_yibMmG4uqk