BTU-ს წლის მეცნიერის, დავით გონდაურის წიგნი საერთაშორისო გამომცემლობამ, Generis Publishing-მა დაბეჭდა
BTU-ს წლის მეცნიერის, დავით გონდაურის წიგნი საერთაშორისო გამომცემლობამ, Generis Publishing-მა დაბეჭდა.
წიგნი ეხება კონკურენტულ გარემოში საქართველოს სარკინიგზო დერეფნის პოტენციალის ანალიზსა და სარკინიგზო აბრეშუმის გზის განვითარებას საქართველოს ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისათვის.
წიგნის პრეზენტაცია და სამეცნიერო დისკუსია ჩატარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, 2022 წლის სექტემბერში.
პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე – shorturl.at/EIPRZ
დავით გონდაური არის BTU-ს პირველი დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ფინანსური მრჩეველი „საქართველოს რკინიგზაში“, „EUMMAS-ის” ევრაზიის ლოგისტიკის კვლევითი ცენტრის დირექტორი.
დავით გონდურის სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის საერთაშორისო იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში. არის მონოგრაფიების ავტორი.