კავკასიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2022 – ,,Ethical Decision Making in a disruptive World’’
კავკასიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2022 – ,,Ethical Decision Making in a disruptive World’’
BTU-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების საყურადღებოდ: კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით არაჩვეულებრივი შესაძლებლობას გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელიც 2-12 სექტემბერს ფიზიკურ ფორმატში გაიმართება გერმანელი, ქართველი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის თბილისში.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი მიმართულებების სტუდენტებს:
ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)
ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)
ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულოა, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 25 ივლისის 13:00 საათისა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].
სააპლიკაციო დოკუმენტაცია
შევსებული სააპლიკაციო ფორმა
CV (ინგლისურ ენაზე)
ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან/და უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა, სადაც დასტურდება თქვენი ენობრივი კომპეტენცია – B2 დონე; ქართულ ენაზე)
საზაფხულო სკოლისთვის შეირჩევა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 5 სტუდენტის კანდიდატურა!
გაითვალისწინეთ, რომ, სავალდებულოა, საზაფხულო სკოლის ფარგლებში ორგანიზებულ აქტივობებს დაესწროთ სრულად!!!
დამატებითი ინფორმაცია სკოლის თემატიკის შესახებ:
Students from Azerbaijan, Georgia and Germany will learn about the contexts of ethical decision-making in business on both a global and local level during the Caucasus Summer School. In courses specially designed for this programme, they will be taught by lecturers from the participating universities to expand their knowledge on this topic. Participants will be involved in international teamwork and gain first-hand insights into Georgian companies and organizations. They will have the opportunity to experience the challenges of decision-making in complex global, national and local contexts.