• სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • აკადემიური პერსონალი
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
BTU Classroom
შემოგვიერთდით
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • წარმატების ისტორიები
  • კონტაქტი
  • English
BTU
  • სწავლა
    • სასწავლო პროგრამები
    • აკადემიური პერსონალი
    • მოკლევადიანი პროგრამები
    • კოდინგის სკოლა ქალებისთვის
    • გაცვლითი პროგრამები
    • უწყვეტი განათლება
    • აკადემიური კალენდარი
    • საფასური და დაფინანსება
  • მიღება
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • სადოქტორო პროგრამა
    • მობილობა
    • რეგისტრაცია
  • კვლევა
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • განხორციელებული კვლევები
      • სამეცნიერო პუბლიკაციები
      • კვლევის ანგარიშები
      • სადისერტაციო ნაშრომები
      • სტუდენტური კვლევები
    • მიმდინარე კვლევები
    • მკვლევრები
    • სამეცნიერო პრემია
  • ბიბლიოთეკა
    • ელ.რესურსები
      • სამეცნიერო ბაზები
      • ელ. კატალოგი
      • სასარგებლო რესურსები
    • ცოდნის ბანკი
    • პლაგიატი
    • ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის
    • საერთაშორისო თანამშრომლობა
    • სამუშაო სივრცის დაჯავშნა
    • სარგებლობის წესები
  • ინოვაცია
    • მეწარმეობის ცენტრი
    • სტარტაპ კატალოგი
    • ლაბები
    • გლობალური სტარტაპ ფონდი
  • კარიერა
    • სტუდენტებისთვის
    • კურსდამთავრებულებისთვის
    • პარტნიორებისთვის
    • წარმატების ისტორიები
    • btu.cv.ge
      • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სიახლეები
      • წარმატების ისტორიები
      • კონტაქტი
      • English
    • BTU Classroom

ბრძანებები

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.

  • Categories ბრძანებები
  • Date ივლისი 15, 2022

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგი მიმართულებებით:

1. მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი – 06 ვაკანსია
2. მარკეტინგი: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ- პროფესორი – 03 ვაკანსია
3. საჯარო მმართველობა: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია
4. ფინანსები: ასოცირებული პროფესორი: 04 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია.
5. ეკონომიკა: ასოცირებული პროფესორი: 02 ვაკანსია;
6. მათემატიკა: ასოცირებული პროფესორი: 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 02 ვაკანსია.
7. მეწარმეობა და ინოვაციები: ასოცირებული პროფესორი: 02 ვაკანსია;
8. აკადემიური წერა: პროფესორი: 01 ვაკანსია;
9. ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროფესორი – 03 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 10 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 06 ვაკანსია;
10. ეროვნული უსაფრთხოება: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია;
11. ეროვნული თავდაცვა: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია;
12.  პოლიტიკის მეცნიერებები: პროფესორი – 02 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 03 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია;
13. საერთაშორისო ურთიერთობები: პროფესორი – 01 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი – 01 ვაკანსია; ასისტენტ-პროფესორი – 01 ვაკანსია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები ბტუ-ს „აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულების“ შესაბამისად:
1. აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნებია:

  • პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ი;
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ი;
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

2. პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნებია:

  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილება, სპეციალური მომზადება ან პუბლიკაციები.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
2. შევსებული კონკურსანტის ანკეტა (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი).
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
5. საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ამსახველი ინფორმაცია:

  • პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილების, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების და/ან გამოცემული სამეცნიერო ნაშრომ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების, ბოლო 5 წლის განმავლობაში შესაბამის დარგში საერთაშორისო რეფერირებად რეცენზირებად გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციების და/ან გამოცემული ნაშრომ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების, შესაბამის დარგში არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ასისტენ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაცია/პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილე პირებისთვის სავალდებულოა: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, შესაბამის დარგში არანაკლებ 3 წლის პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უცხოეთის ორგანიზაციის/დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტის (ცნობა, სხვ.) შემთხვევაში, დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
    6. ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი ბტუ-ს მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად;
    7. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა, შერჩეულმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინონ ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“. საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირი არ არის ნასამართლევი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლოს არ აქვს ჩამორთმეული საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო საბუთების მიღება: 17.08.2022 – 23.08.2022 (18:00 საათი);
  • კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება): 24.08.2022 – 31.08.2022;
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 01.09.2022 (18:00 საათი);
  • საპრეტენზიო კომისიის შექმნა: 02.09.2022
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 05.09.2022 – 06.09.2022;
  • კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – სწავლების და/ან კვლევის კონცეფციის წარდგენა): 07.09.2022 – 14.09.2022;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 15.09.2022;
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 16.09.2022.

დამატებითი პირობები:
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი აკადემიური თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით და „კონკურსანტის ანკეტაში“
მითითებული ინფორმაციით უნდა დასტურდებოდეს ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა. საკონკურსო საბუთების შესწავლისას საკონკურსო კომისია დაეყრდნოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და „კონკურსანტის ანკეტაში“ მითითებულ ინფორმაციას. კონკურსანტი პასუხიმგებელია „კონკურსანტის ანკეტაში“ მითითებული ინფორმაციის უტყუარობაზე. თანაბარქულიანი კონკურსანტების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელსაც უდასტურდება საზღვარგარეთ (ევროპის ქვეყნებში/აშშ-ში) მიღებული განათლება/კვალიფიკაცია და წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ვაკანსიების შემთხვევაში – დარგობრივი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატის არსებობას.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების (სწავლების/კვლევის ხედვის წარდგენის) რეგლამენტად თითოეული კონკურსანტისთვის განსაზღვრულია არაუმეტეს 20 წუთი.საბუთების წარდგენა იწარმოებს ელ.ფორმით, ბტუ-ს ელ.ფოსტაზე – [email protected] გაგზავნით.კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: [email protected]კონკურსანტთა შეფასების ფორმები:

კონკურსანტის შეფასება
სასწავლო კურსის სილაბუსის შეფასება
სწავლებისა და კვლევის კონცეფციის პრეზენტაციის შეფასება

  • Share:
Elene Lomsadze

Previous post

BTU-ს ჩართულობით საქართველოში სოფლის მეურნეობის ბიზნესაქსელერაციის პროგრამა იწყება
ივლისი 15, 2022

Next post

კავკასიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2022 – ,,Ethical Decision Making in a disruptive World’’
ივლისი 15, 2022

You may also like

დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, უცხო ენის გამოცდა, გასაუბრება, ჩარიცხვა
15 აგვისტო, 2022

დოქტორანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, უცხო ენის გამოცდა, გასაუბრება, ჩარიცხვა ეტაპი ვადა/თარიღი შენიშვნა 1 დოქტორანტობის კანდიდატ­თა საბუთების მიღება 16.08-30.08.2022 საბუთების მიღება – ელექტრონულად 2 შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში 31.08.2022 მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დაზუსტებული    დრო     კანდიდატებს    ეცნობებათ დამატებით ელ. …

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურები, ვადები და სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები
8 აგვისტო, 2022

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცედურები, ვადები და სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებული საკითხები აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებიც 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, განხორციელდება 2022 წლის 01 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად. იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოიპოვს სტუდენტის სტატუსი და ჩაერთოს სასწავლო პროცესში, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა: რეგისტრაციისთვის …

ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები
5 აგვისტო, 2022

ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები ეტაპი ვადა/თარიღი შენიშვნა 1 მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება 23.08-30.08.2022 საბუთების  მიღება  იწარმოებს ელექტრონულად   2 შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში 31.08.2022 მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამ­ზირი №82 დრო დაზუსტდება …

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე BTU-ში

პრეზენტაცია ბრიტანული კომპანიების წარმომადგენლებისთვის

იდეიდან ამაზონამდე

ციფრული საწარმოების პრეზენტაცია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლის 16 სექტემბერს დაარსდა.

  • თბილისი 0162, საქართველო ი.ჭავჭავაძის გამზირი N82
  • (+995 32) 2 195 015
სტუდენტის რუკა
FAQ

შემოგვიერთდით

  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram
  • Youtube
სიახლეების გამოწერა

 

Copyright © 2021 - BTU

შესვლა

დაგავიწყდათ პაროლი?

თუ ჯერ არ ხარ მომხმარებელი დარეგისტრირდი

რეგისტრაცია

თუ უკვე მომხმარებელი ხარ შესვლა

  • Virtual Tour
  • ვირტუალური ტური
  • ცოდნის ბანკი
  • ESx კურსები
  • Covid-19