ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სამსახურში ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კანცელარიის სამსახურში ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** საჭიროებისამებრ გამავალი ზარების განხორციელება;
** სხვადასხვა ტიპის სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** საქმისწარმოების ერთიანი წესისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად კორესპონდენციის დადგენილ ვადაში ადრესატისათვის დროული მიწოდება;
** სამსახურის უფროსის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება, სამსახურისათვის დელეგირებული და ამოცანების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი;
** ანალოგიური ფუნქციის შესრულების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც უდასტურდებათ:
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
პიროვნული თვისებები:
** გამართული მეტყველება;
** მიღებული ინფორმაციის ოპერატიულად დამუშავების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება 900 ლარი, კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 ივლისი, 2022 წელი.დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით [email protected]