ჩეხური კომპანია UNICO AI, UNDP-ის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და რუსთავის ინოვაციების ჰაბთან თანამშრომლობით, რუსთავში პროექტის – ,,ინოვაციების ლაბორატორია“ განხორციელებას იწყებს.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3omrpir
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტისა და კერძო კომპანიების ჩართულობით, ახალგაზრდების კომპეტენციების, უნარების ამაღლებას და ადგილობრივი ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას.
პროექტის ამოცანაა მოამზადოს დაინტერესებული და მოტივირებული ახალგაზრდები კონკურენტული ადგილობრივი თუ საერთაშორისო დასაქმების ბაზრისთვის ისეთ სფეროებში როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი ან ბიზნესი.
პროექტის ფარგლებში გადამზადდება 30-მდე ახალგაზრდა.
ასაკობრივი ჯგუფი: 16-25 წელი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი, 2021