ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს კანცელარიის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე
შპს “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს კონკურსს კანცელარიის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი – პარასკევი)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00
ძირითადი მოვალეობები:
- ბტუ-ს საქმისწარმოების საკითხების ორგანიზება, ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა და კანცელარიის საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით საქმეების სწორად წარმოება;
- საქმისწარმოების ელექტრონული ვერსიის უზრუნველყოფაში მონაწილეობა, მათ შორის, ადამიანური რესურსების საინფორმაციო ბაზის შექმნა;
- ბტუ-ს დოკუმენტების, დადგენილებების, ბრძანებების, ბლანკების (ტიტულიანი, ბრძანების) შენახვა და მათი სარგებლობის კონტროლი;
- საქმისწარმოების ერთიანი წესისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად კორესპონდენციის დადგენილ ვადაში გაფორმების და დოკუმენტების კონტროლის ორგანიზება, შემსრულებლებისათვის მათი დროული მიწოდება, დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი და ანალიზი;
- ბტუ-ს პერსონალის და სწავლების სუბიექტთა პირადი საქმეების გახსნა და ადრესატისთვის გადაცემა, პირად საქმეებში შესაბამისი ბრძანებების და გადაწყვეტილებების ასახვა, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება;
- კომპეტენციის სფეროს შესაბამისად დაინტერესებულ პირთა აზრის გამოკითხვა და მონაცემების პირველადი დამუშავება;
- არქივში მისაღები დოკუმენტების (მათ შორის საქმისწარმოებით დასრულებული პრაქტიკული დანიშნულების დოკუმენტების) შერჩევის, მოწესრიგების, დაკომპლექტების, გამოყენების, შენახვის უზრუნველყოფა, მათთვის საცნობარო აპარატის შექმნა;
- კონკურსების ჩატარების და საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ ინფორმაციული მხარდაჭერა, შესაბამისი დოკუმენტებისა და სხვა მასალების მომზადება;
- ბტუ-ს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების (არსებობის შემთხვევაში) პერსონალისათვის მიწოდება და გაცნობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული განათლება);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);
- სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი.
შესარჩევი კონკურსი ითვალისწინებს წარდგენილი დოკუმენტების შესწავლას და გასაუბრებას კონკურსანტთან, რომლის საბუთებითაც დადასტურდება საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.