გერმანიის ფედერალური საგარეო ოფისის სრული დაფინანსებით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილეობით კავკასიის პირველი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა იწყება
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობით ა/წ 2-11 სექტემბერს კავკასიის პირველი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: „Digital Competences and Social Responsibility“ ჩატარდება, რომლის მონაწილეებიც გერმანელ და ქართველ სტუდენტებთან და ლექტორებთან ერთად აზერბაიჯანელებიც იქნებიან.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის 5 სტუდენტი და 1 ლექტორი ჩაერთვება საზაფხულო სკოლის მიმდინარეობაში, რომელიც ინტენსიურ ვებინარებს, ლექციებს, ინტერვიუებსა და ვორქშოფებს აერთიანებს საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.